ოთარ ფაცაცია
ოთარ ფაცაცია (დ. 15 მაისი, 1929, სოფელი ინგირი, ზუგდიდის რაიონი — გ. 9 დეკემბერი, 2021) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1993-1995 წლებში.
ოთარ ფაცაცია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 მაისი, 1929 |
დაბადების ადგილი | ინგირი, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 9 დეკემბერი, 2021[1] (92 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ლენინგრადის ტექნოლოგიური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ლენინის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, ღირსების ორდენი და Order of Vakhtang Gorgasali, 1st class |
ბიოგრაფია
რედაქტირება1955 წელს დაამთავრა ლენინგრადის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ხოლო 1970 წელს ასპირანტურა. იყო ზუგდიდის ქაღალდკომბინატის დირექტორი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი). 1993 წლის 20 აგვისტოდან 1995 წლის 5 ოქტომბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი).