ნოდარ რევაზის ძე ნათაძე (დ. 27 მაისი 1929, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 13 ნოემბერი, 2022) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990), საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი (1991 წლის 9 აპრილი).

ნოდარ ნათაძე
დაბ. თარიღი 27 მაისი, 1929
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 13 ნოემბერი, 2022 (93 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ენათმეცნიერი და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნოდარ რევაზის ძე ნათაძე დაიბადა 1929 წლის 27 მაისს თბილისში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1955 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა. 1956-1969 წლებში ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ფილოსოფიის ინსტიტუტის კლასიკური მემკვიდრეობის სექტორის გამგე 1969 წლიდან. საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის უცვლელი თავმჯდომარე 1989 წლიდან. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990). 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი (1991, 26 მაისი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „რენესანსის პრობლემა ქართულ მწერლობაში“. მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, წიგნების: „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“, „თომა აქვინელის ფილოსოფია, მიზეზობრიობა და თავისუფლება“, „ერი და ეროვნული კულტურა“, „ვეფხისტყაოსანი“ (კრიტიკული გამოცემა განმარტებებითა და კომენტარებით) და სხვათა ავტორი.

გარდაიცვალა 2022 წლის 13 ნოემბერს, 93 წლის ასაკში.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 2016 წელი, გვ. 167-168.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „გარდაიცვალა ნოდარ ნათაძე“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 2022-11-14.