ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კუპრაშვილი.

ლუკა კუპრაშვილი (დ. 1896, ცუცხვათი, ქუთაისის მაზრა — გ. 29 აგვისტო, 1924, ცუცხვათი), ქუთაისის მაზრა1924 წლის აჯანყების დროს ოკრიბაში აჯანყებულთა რაზმის მეთაური.

ლუკა კუპრაშვილი

ლუკა კუპრაშვილი დედასთან, მარიამ ყიფიანთან ერთად. 1912
დაბადების თარიღი 1896
ცუცხვათი, ქუთაისის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 1924
ცუცხვათი, ქუთაისის მაზრა
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე, რაზმის მეთაური

ბიოგრაფია

რედაქტირება

ცუცხვათელი მღვდლის, ბარნაბა ლუკას ძე კუპრაშვილისა (1840-1911) და მარიამ ყიფიანის შვილი (1855-1936). საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ლუკა კუპრაშვილი საბჭოთა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული 1924 წლის აჯანყების ჯერ კიდევ დაწყებამდე ხრესილისა და ტყიბულის რაიონების აჯანყების ხელმძღვანელად დაინიშნა. აჯანყებულებს მეთაურობდნენ ასევე სოფ. კაცხში შალვა კუპატაძე, ჩხარშიალექსანდრე არაბიძე და სხვ. ლუკა კუპრაშვილს ალიმ დარახველიძისათვის სასწრაფოდ რაზმის შექმნა დაუვალებია. მისი გეგმით აჯანყებულებს ტყიბული ხრესილის მხრიდან შეტევით უნდა აეღოთ. მანამდე აჯანყებულებმა სოფ. გურნა დაიკავეს და კომუნისტები განაიარაღეს. [1] ძალთა აშკარა უთანასწორობის მიუხედავად, ლუკა კუპრაშვილი არ შედრკა, მას იარაღი არ დაუხრია და განაგრძობდა ბრძოლას თანამებრძოლებთან ერთად. 1924 წლის 28 აგვისტოს ღამეს ბრძოლის გასაგრძელებლად სოფ. ორპირის კანცელარიასთან ლუკა კუპრაშვილის მეთაურობით 11-მდე შეიარაღებული პატრიოტი შეიკრიბა.[2] მეორე დღეს, 29 აგვისტოს ლუკა კუპრაშვილის რაზმსა და საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოგზავნილ რიცხობრივად აღმატებულ სადამსჯელო რაზმს შორის უთანასწორო ბრძოლა გაიმართა. ბრძოლაში ლუკა კუპრაშვილი მძიმედ დაიჭრა კურსებელი ბოლშევიკ კეზევაძის ნასროლი ტყვიით. ბოლშევიკებმა შეძლეს მისი თანამებრძოლისა და ერთგული მეგობრის კაპიტონ დოღონაძის დატყვევებაც. აჯანყებულები დამარცხდნენ. მუცელში მძიმედ დაჭრილმა ლუკა კუპრაშვილმა მოახერხა ხელიდან დასხლტომოდა ჯალათებს, დევნილმა რამდენიმე კილომეტრი იარა (საკუთარი ნაწლავები ხელით ეჭირა), მაგრამ სოფლის წყაროსთან უკვე ჭრილობა გაურთულდა და თანასოფლელ რისია უგრეხელიძის ხელში დალია სული. 28 წლის ლუკა კუპრაშვილს. დარჩა 18 წლის მეუღლე ლუბა კუბლაშვილი, რომელიც ფეხმძიმედ იყო ცნობილი სპორტსმენისა და მეცნიერის ჰენრი კუპრაშვილის მომავალ მამაზე, ოთარიზე. [3][4] [5]

  1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (II), ფონდი #6, საqმე #27497-07, ფურცელი 5,19
  2. წერეთელი ირაკლი. (2019).ქართველთა ბრძოლები და დიდი ეროვნული აჯანყება, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის წინააღმდეგ. თბილისი, გამომცემლობა "კალმოსანი", გვ. 99.
  3. ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", #308, 1999 წლის 13 ნოემბერი
  4. ჯიქია ლევან, წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, დისერტაცია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ვახტანგ გურული. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. თბილისი, 2012.
  5. გაზეთი. „მუშა და გლეხი“, თბილისი, 1924, #38