კურსები
კურსები — სოფელი საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გელათი, მოწამეთა). მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე წყალწითელის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 350 მეტრი, ტყიბულიდან 24 კმ-ით და სოფელი გელათიდან 5 კმ-ით არის დაცილებული. იგი სამკურნალო გოგირდის წყლითა და სამშენებლო ქვა-ტეშენით არის ცნობილი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
კურსები | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
თემი | კურსები |
კოორდინატები | 42°18′25″ ჩ. გ. 42°46′17″ ა. გ. / 42.30694° ჩ. გ. 42.77139° ა. გ. |
პირველი ხსენება | XV საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 350 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1603[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელში ადამიანის ცხოვრების კვალი ჩანს ანტიკური ხანიდან. წერილობით წყაროებში კურსები XV საუკუნიდან იხსენიება. კურსებიდან იყვნენ ცნობილი ქართველი მშენებელი ოსტატები ბერეკაშვილები, რომლებმაც XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან რამდენიმე ეკლესია ააშენეს დასავლეთ საქართველოში.
რუსეთის იმპერიის დროს კურსების სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა სოფლები კურსები, გელათი, მოწამეთა, კოკა, ნაბოსლევი და ოხომირა.[2]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1603 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1652 | 782 | 870 |
2014[1] | 1603 | 803 | 800 |
ეკონომიკა
რედაქტირებასოფელში მოიპოვება ტეშენიტი და მუშაობს მოსაპირკეთებელი ფილების დამამზადებელი ქარხანა. ფუნქციონირებს საექიმო ამბულატორია. სოფელში გადის ქუთაისი-ტყიბულის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა.
კურორტი
რედაქტირებაკურსები ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,5 °C) და ცხელი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურა 21,5 °C). ნალექები 1700 მმ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის მინერალური წყალი, რომლის ძირითადი კომპონენტებია მცირე რაოდენობით გოგირდწყალბადი, ჰიდროკარბონატის, ნატრიუმის, კალციუმის და მაგნიუმის იონები. დებიტი 6 ათასი ლიტრი/დღე-ღამეში. ტემპერატურა 16 °C. იყენებენ აბაზანებისათვის. ჩვენება: სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი. სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში სამი კოშკი და ხუთი ეკლესია შემორჩა, რომელთაგან ორი ნანგრევებად არის ქცეული.
- ყველაზე ძველი ზენობნის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიაა ამ ეკლესიიდან არის ამჟამად ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული XVII საუკუნის საწინამძღვრო ჯვარი, რომლის წარწერაში „კურსების ქვეყანა“ იხსენიება.
- კურსების დედაღვთისას მონასტერი
- კურსების მთავარანგელოზთა ეკლესია
- კურსების პეტრე-პავლობის ეკლესია
- კურსების საკვირაო ეკლესია .
- კურსების ნაციხარი
- კურსების ბერეკაშვილების კოშკი
- კურსების დედაღვთისას ნაეკლესიარი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 84.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ღლონტი თ., „ერობა საქართველოში“, ტფ.: „შრომა“, 1915. — გვ. 82.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II