გელათი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გელათი.

გელათისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში (კურსების თემი). მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, ოკრიბის ქვაბულში, მდინარე წყალწითელას მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 400 მეტრი, ტყიბულიდან 33 კილომეტრი. სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა.[2] სოფელში არის რკინიგზის სადგური რიონი-ტყიბულის ხაზზე.

სოფელი
გელათი

სოფელ გელათის ხედი დავითის კონცხიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თემი კურსები
კოორდინატები 42°17′49″ ჩ. გ. 42°46′03″ ა. გ. / 42.29694° ჩ. გ. 42.76750° ა. გ. / 42.29694; 42.76750
დაარსდა 1106
პირველი ხსენება XII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 400
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 408[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გელათი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გელათი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)
გელათი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
გელათი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 408 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 861 404 457
2014[1]   408 218 190

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

სოფელში ადამიანი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყო დასახლებული. 1106 წელს დავით აღმაშენებლის ბრძანებით სოფლის ტერიტორიაზე აშენდა გელათის მონასტერი, რომელიც 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იყო ბაგრატის ტაძართან ერთად, ხოლო 2011 წლიდან საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაშია შესული. მონასტერთან მოქმედებდა გელათის აკადემია, რომელიც ასევე 1106 წელს დაარსდა. გელათის მონასტერი XVI-XIX საუკუნეებში გელათის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება