გელათის საეპისკოპოსო
გელათის საეპისკოპოსო — ერთ-ერთი დიდი ეპარქია ფეოდალურ საქართველოში. დააარსა იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ XVI საუკუნის 20-იან წლებში. მოიცავდა ტერიტორიას ქუთაისიდან, მდ. რიონიდან, მდ. ყვირილის გადაღმა კაცხამდე. ხრეითიდან რაჭის მთამდე და ოკრიბას. გელათის ეპისკოპოსი (გენათელი) მეფის რწმუნებულად ითვლებოდა გელათის მონასტერში. კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის დროს (1557-1578) დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათის მონასტერში გადმოიტანეს. კათოლიკოსს საკუთრებად გადაეცა წმ. გიორგის ეკლესია. XIX საუკუნის 20-იან წლებში გელათის საეპისკოპოსო გაუქმდა და იმერეთის საეპისკოპოსოში შევიდა. უკანასკნელი გენათელი ეპისკოპოსი იყო ეფთვიმე გენათელი, რომელიც 1776-1820 წლებში მართავდა ეპარქიას.
ეპისკოპოსები
რედაქტირება- მელქისედეკ საყვარელიძე, 1529
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 37.
- ლომინაძე ბ., გელათი (მეგზური), თბ., 1959;
- ლომინაძე ბ., გელათი, თბ., 1955;
- Меписашвили П. С., Архитектурный ансамбль Гелати, Тб., 1966;