ევდემონ I
ევდემონ I (ჩხეტიძე) (გ. 1578) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1557-1578 წლებში.
იმერეთის მეფეების ბაგრატ III-ისა (1510-1565) და გიორგი II-ის (1565-1583) აქტიური თანამოაზრე დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებისა და კულტურულ-ეკონომიკური აღმშენებლობის საქმეში. 1543–1557 წლებში იყო გაენათელი ეპისკოპოსი, შემდეგ — კათოლიკოსი.
ევდემონ I-ის სახელს უკავშირდება ბიჭვინთიდან საკათოლიკოსო რეზიდენციის გელათში გადატანა. აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მალაქიასთან ერთად ხელმძღვანელობდა საეკლესიო კრებას, რომელმაც სიკვდილით დასჯა დაუწესა ტყვეთა გამყიდველებს და მოაწესრიგა საეკლესიო მმართველობის დარღვეული წესები. ევდემონ I-მა მოახატვინა გელათის წმინდა გიორგის ტაძრის ნაწილი; შეაკეთა და მოახატვინა მოქვისა და ბიჭვინთის მონასტრების ნაწილი, რომელთა წარწერებში მოხსენებულია თვით ევდემონ I; 1568 წელს მოაჭედვინა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი. ცნობილია ევდემონ I-ის დაკვეთით გადაწერილი გელათის ხელნაწერები. ბიჭვინთის საკათოლიკოსო მამულს საკუთარი ხარჯით შეუძინა ახალი მამულები და ძვირფასი ინვენტარი.
დაკრძალულია გელათის წმინდა გიორგის ეკლესიაში. მის საფლავს ამშვენებს წარწერა:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 31.
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 549.