ბაგრატ III (იმერეთის მეფე)
ბაგრატ III (დ. 1495 — გ. 1565) — იმერეთის მეფე 1510-1565, ალექსანდრე II-ის ძე.
ბაგრატ III | |
---|---|
ბაგრატ III-ის ფრესკა გელათის მონასტერში | |
იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1510 |
მმართ. დასასრული: | 1565 |
წინამორბედი: | ალექსანდრე II |
მემკვიდრე: | გიორგი II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1495 |
გარდ. თარიღი: | 1565 |
მეუღლე: | ელენე |
შვილები: |
გიორგი II თეიმურაზი ვახტანგი კონსტანტინე თამარი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ალექსანდრე II |
დედა: | თამარი |
ხელმოწერა: | |
ენერგიულად ებრძოდა ოსმალებს, ცდილობდა იმერეთის მთლიანობის შენარჩუნებას. „ტყვეთა სყიდვის“ წინააღმდეგ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ტყვის გამსყიდველთათვის სიკვდილით დასჯა დაადგინა. ბაგრატ III-ის თანხმობით 1533 წელს მამია I გურიელმა და მამია III დადიანმა ილაშქრეს ჯიქეთს, მაგრამ დამარცხდნენ. 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ დაამარცხა ყვარყვარე III ჯაყელი, დაიკავა სამცხე და ათი წელი ფლობდა მას. 1543 წელს ყვარყვარეს შვილმა ქაიხოსრო II ჯაყელმა მოიშველია ოსმალთა ჯარი მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით და ქარაღაქთან შეებრძოლა ბაგრატ III-ს, მაგრამ დამარცხდა. ამის შემდეგ სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა. სოხოისტის ბრძოლაში ბაგრატ III დამარცხდა. სამცხეში ოსმალებმა მოიკიდეს ფეხი. ამის შემდეგ ბაგრატ III-მ მთავრებს (დადიანი და გურიელი) შეუტია, მაგრამ ვერ შეძლო მათი დამორჩილება. 1548 წელს ბაგრატმა ლევან I დადიანი და როსტომ გურიელი სადარბაზოდ მიიწვია. გურიელი მას არ ეახლა, ხოლო დადიანი ბაგრატმა დააპატიმრა და გამოამწყვდია გელათის სამრეკლოში, საიდანაც იგი სამცხის ათაბაგის ქაიხოსრო III-ის ხელშეწყობით სამცხეში გაიპარა. ოდიშია და გურიის მთავრები სულთნის ვასალები გახდნენ. 1555 წელს ბაგრატ III-ც იძულებული გახდა სულთნისათვის ხარკის მიცემა ეკისრა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხანთაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 128.
წინამორბედი: ალექსანდრე II |
იმერეთის მეფე 1510 - 1565 |
შემდეგი: გიორგი II |