სოხოისტის ბრძოლა
გოგორეთის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
თარიღი | 1545 | ||
მდებარეობა | სოხოისტა | ||
შედეგი | ოსმალეთის იმპერიის გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
სამცხე-საათაბაგო დაიკავა ოსმალეთის იმპერიამ | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
|
სოხოისტის ბრძოლა — ბრძოლა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებულ ჯარსა და ოსმალეთის იმპერიას შორის 1545 წელს.[1]
ბრძოლა
რედაქტირებაქარაღაქის ბრძოლაში (1543) იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის გამარჯვების შემდეგ ოსმალებმა გადაწყვიტეს ხელახლა ელაშქრათ სამცხე-საათაბაგოში. სულთანმა სულეიმან I ბრწყინვალემ (1520-1566 წწ.) არზრუმისა და დიარბექირის ფაშები დანიშნა ლაშქრის სარდლებად. ბაგრატ III-მ დახმარება სთხოვა ქართლის მეფე ლუარსაბ I-ს და გურიისა და ოდიშის მთავრებს. ამ უკანასკნელმა ლაშქრობაში მონაწილეობა არ მიიღო. იმერეთ-ქართლისა და გურიის გაერთიანებული ლაშქარი ბასიანისაკენ გაემართა, სადაც დაბანაკებული იყო ოსმალეთის ჯარი.
ბრძოლა გაიმართა სოხოისტასთან. როგორც ერთიან ქართულ სამეფოში არსებობდა წესი, რომ სამხრეთიდან მომავალი მტრის წინააღმდეგ, ჯარის განლაგებისას, წინა რიგებს სამცხის ლაშქარი იკავებდა. ამჯერად მეწინავეობა ქართლის ჯარს დაეკისრა. ამით განაწყენებულმა მესხებმა მიატოვეს ბრძოლის ველი მაშინ, როდესაც ბრძოლა უკვე დაწყებული იყო და მეწინავე ქართლის ჯარს დახმარება სჭირდებოდა. ქართველი მეფეები იძულებულები გახდნენ ჯარის ნარჩენებით გაქცეულიყვნენ. ოსმალებმა გაიმარჯვეს.
სოხოისტის ბრძოლის შედეგად ოსმალეთის იმპერიამ ხელახლა დაიპყრო სამცხე-საათაბაგო, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში, 1535 წლიდან იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. შემდგომში ოსმალებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი სამხრეთ საქართველოში და ეს ტერიტორია უშუალოდ ოსმალეთის ადმინისტრაციას დაექვემდებარა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 501.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. III — საქართველოს ისტორია XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L, გვ. 162. ISBN 978-9941-19-586-0.