ქარაღაქის ბრძოლაგურიისა და იმერეთის ლაშქრის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ (სამცხე-საათაბაგოში), გაიმართა 1543 წელს. ოსმალეთის სულთნის ბრძანებით არზრუმის მმართველი მუსა-ფაშა 22-ათასიანი ლაშქრით შეეცადა დაეპყრო სამცხე-საათაბაგო, რომელიც 1535 წლიდან იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. მტრის ლაშქარი, რომელიც ევროპული ზარბაზნებით იყო შეიარაღებული, ოლთისის ციხეს მიადგა. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ლაშქარი შეკრიბა, ციხეები გაამაგრა და ოდიშისა და გურიის მთავრებს დახმარება სთხოვა. ლევან I დადიანი ბაგრატს არ მიეშველა. ბაგრატმა გაითვალისწინა მრავალრიცხოვან მტრის ლაშქართან ბრძოლის სიძნელე და ხერხს მიმართა - მტერს დამორჩილება აღუთქვა. მოტყუებულმა მუსა-ფაშამ ციხე დატოვა და არზრუმისაკენ გაემართა. ქართველთა ლაშქარი მოულოდნელად დაესხა თავს ციხეში დატოვებულ ოსმალებს და მთლიანად ამოჟლიტა. შემდეგ ქართველები მუსა-ფაშას ძირითად ლაშქარს დაედევნენ და ქარაღაქთან ისიც სასტიკად დაამარცხეს. ამ მარცხმა ოსმალები ვერ შეაჩერა. მალე მათ ახალი ლაშქრობა მოაწყვეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გუჩუა ვ., ქართველთა ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მთლიანობის აღდგენისათვის XVI საუკუნეში, წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;