ტერმინს „ლევან“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლევან.

ლევან I დადიანიოდიშის ერისთავი (1533-?) და ოდიშის მთავარი (?-1572), მამია III დადიანის ძე. თავდაპირველად ლევან I დადიანი ცნობდა იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის უზენაესობას და ერისთავთერისთავის ტიტულს ატარებდა, თუმცა, ამავე დროის, სრული დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. 1548 ბაგრატ III-მ ლევან I დადიანი სადარბაზოდ მიიწვია, დააპატიმრა და გამოამწყვდია გელათის სამრეკლოში, საიდანაც იგი სამცხის ათაბაგის ქაიხოსრო III-ის ხელშეწყობით სამცხეში გაიპარა. შემდეგ ლევან I დადიანმა როსტომ გურიელის დახმარებით დაიბრუნა სამთავრო ტახტი. 1568 წელს ლევან I დადიანს იმერეთის მეფე ბაგრატ III და გიორგი II გურიელი დაუპირისპირდნენ და იძულებული გახდა სტამბოლში გამგზავრებულიყო. თურქეთის ხელისუფლებამ ცნო დამოუკიდებლობა იმერეთის სამეფოსაგან. ლევან I დადიანმა ხელმწიფის ტიტული მიიღო. იგი ოსმალთა დახმარებით გურიის მთავარს შეურიგდა; მათ ჭილაძეების სამფლობელო დაიპყრეს და გაინაწილეს.

ლევან I

ლევან დადიანის ფრესკა წალენჯიხის საკათედრო ტაძარში
ოდიშის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1533
მმართ. დასასრული: 1572
წინამორბედი: მამია III
მემკვიდრე: გიორგი III
შვილები: მამია IV დადიანი, გიორგი III დადიანი, მანუჩარ I დადიანი
დინასტია: დადიანები
მამა: მამია III დადიანი

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
მამია III
ოდიშის საერისთავო
1533-?
შემდეგი:
წინამორბედი:
ოდიშის მთავარი
?-1572
შემდეგი:
გიორგი III