ტერმინს „მანუჩარ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მანუჩარ.

მანუჩარ I დადიანი (გ. 1611, ზუგდიდი) — ოდიშის მთავარი 1590-1611, ლევან I დადიანის ძე. მანუჩარ I დადიანმა დიდი დახმარება გაუწია იმერეთის მეფე როსტომს ქართლის მეფე სიმონ I-თან ბრძოლაში; მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ოფშკვითის ბრძოლაში, სადაც სვიმონ I დამარცხდა. ამ ბრძოლის შემდეგ როსტომ მეფემ საბოლოოდ დაიმკვიდრა იმერეთის ტახტი.[1]

მანუჩარ I

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ფრესკა
ოდიშის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1590
მმართ. დასასრული: 1611
წინამორბედი: მამია IV
მემკვიდრე: ლევან II
გარდ. თარიღი: 1611
გარდ. ადგილი: ზუგდიდი
შვილები: ლევან, იესე, მარიამ
დინასტია: დადიანები
მამა: ლევან I დადიანი

ილორის წმინდა გიორგის 1651 წლის წარწერაში აღნიშნულია, რომ 1611 წელს მანუჩარ დადიანს ზუგდიდში ნადირობის დროს შეეჯახა ფარუხია გოშაძის ცხენი, რის შედეგადაც ოდიშის მთავარი გარდაიცვალა.[2]

  1. ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 416.
  2. საითიძე გ, გოშაძე ფარუხია // ივანე ჯავახიშვილი : ენციკლოპედიური ლექსიკონი / მთ. რედ. მეტრეველი რ., თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002. — გვ. 239, ISBN 99928-929-8-6.