ტერმინს „მამია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მამია.

მამია IV დადიანი — (გ. 1590) ოდიშის მთავარი 1573-1578 და 1582-1590, ლევან I დადიანის ძე. 1573 წელს გიორგი II გურიელის დახმარებით, რომლის დაც ჰყავდა ცოლად, ტახტიდან გადააგდო თავისი ძმა გიორგი III დადიანი და ოდიშის მთავარი გახდა. 1578 იძულებული შეიქმნა სამთავრო დაეთმო ძმისთვის და თვითონ საუფლისწულოთი დაკმაყოფილებულიყო. გიორგი II დადიანის სიკვდილის შემდეგ კვლავ დაეუფლა სამთავროს. 1583 მამია IV დადიანმა ტახტიდან ჩამოაგდო გიორგი II გურიელი და მის ნაცვლად ვახტანგ I გურიელი დასვა. ებრძოდა იმერეთის მეფეს.

ლიტერატურა

რედაქტირება