გიორგი III დადიანი
გიორგი III დადიანი (გ. 1582) — ოდიშის მთავარი 1572-1582, ლევან I დადიანის ძე. ცოლად ჰყავდა როსტომ გურიელის ასული.
ცხოვრება
რედაქტირებაროსტომის გარდაცვალების შემდეგ დადიანმა გაუშვა ცოლი და შეირთო ბიძის, ბათულია დადიანის, ქალიშვილი. მუდმივი მტრობა ჰქონდა გურიის მთავართან. 1573 ტახტი წაართვა ძმამ მამია IV დადიანმა გიორგი II გურიელის დახმარებით. გიორგი III დადიანი აფხაზეთში გაიქცა და შეეცადა აფხაზთა, ჯიქთა და ჩერქეზთა დახმარებით ტახტის დაბრუნებას, მაგრამ დამარცხდა. 1578 იმერეთის მეფის გიორგი II-ის ხელშეწყობით შეურიგდა ცოლისძმას — გურიის მთავარს, გადაუხადა მას 10 000 დრაჰკანი და ტახტი დაიბრუნა. გიორგი III–ს შვილი არ ჰყოლია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 163.
- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 27.