ვახტანგ I გურიელი
ვახტანგ I გურიელი (გ. 1592) — გურიის მთავარი 1583-1587 წლებში.
ვახტანგ I გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1583 |
მმართ. დასასრული: | 1587 |
წინამორბედი: | გიორგი II გურიელი |
მემკვიდრე: | გიორგი II გურიელი |
გარდ. თარიღი: | 1592 |
მეუღლე: | თამარი ათაბაგის ასული |
შვილები: | თამარ ბატონიშვილი, ქაიხოსრო I გურიელი |
დინასტია: | გურიელები |
მთავრად დაჯდომამდე საბატონიშვილოდ ჰქონდა ქობულეთის მხარე. მთავრად დასვა სამეგრელოს მთავარმა მამია IV დადიანმა, რომელმაც დაამარცხა გიორგი II გურიელი. ვახტანგ I გურიელის ცოლი იყო ქაიხოსრო II ათაბაგის ასული თამარი. ჰყავდათ შვილები თამარი და ქაიხოსრო. თამარი გათხოვილი იყო პაპუნა ჭილაძეზე. მათი აშენებულია ტყვირის ეკლესიის დასავლეთ ეგვტერი.[1] 1587 წელს ოსმალეთის იმპერიის მხარდაჭერით გიორგი II გურიელმა ვახტანგი ჩამოაგდო და ტახტი დაიბრუნა. მოხსენიებულია შემოქმედის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში მეუღლით და ძით. დაკრძალულია იქვე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 337.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 11.