სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქაიხოსრო.

ქაიხოსრო I გურიელი ( გ. 1660) — გურიის მთავარი 1641-1660 წლებში, ვახტანგ I გურიელის ვაჟი.

ქაიხოსრო I გურიელი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1641
მმართ. დასასრული: 1660
წინამორბედი: ვახტანგ II გურიელი
მემკვიდრე: დემეტრე გურიელი
გარდ. თარიღი: 1660
მეუღლე: ხვარამზე გოშაძე
შვილები: გიორგი III გურიელი, მალაქია II გურიელი, ოტია, თუთა, დარეჯანი
დინასტია: გურიელები
მამა: ვახტანგ I გურიელი
დედა: თამარ ათაბაგი

ქართლის დედოფლის მარიამ დადიანის ნახევარძმა (დედით)[1], 1658 წელს ლიპარიტ III დადიანთან (დედით ნახევარძმა) ერთად ბანძასთან შეებრძოლა იმერეთის მეფეს ალექსანდრე III-ს და ვამეყ III დადიანს, მაგრამ დამარცხდა და ოსმალეთში გაიქცა. 1659 წლის მარტში ახალციხის ფაშას დახმარებით კვლავ დაჯდა გურიელთად, ხოლო გამთავრებული დემეტრე იმერეთში განდევნა. მისმა დაბრუნებამ არეულობა გამოიწვია, ფეოდალების ნაწილი უკმაყოფილო იყო. ამით ისარგებლა ვამეყ დადიანმა და იმერეთის, სამეგრელოსა და აფხაზეთის ლაშქრით გურიაში შეიჭრა და შუა გურია დაარბია. ქაიხოსრომ თავი აჭის ეკლესიას შეაფარა, ძალები მოიკრიბა და დაამარცხა ოზურგეთის ციხე-გალავანში გამაგრებული ვამეყ დადიანი. ამ გამარჯვების აღსანიშნავად აჭის ეკლესიას შესაწირი გაუკეთა.[2]

ვიკიციტატა
„მოვედით ოზურგეთს, სასახლეში გამაგრდნენ ისინი, დავესხით თავსა...მეორე დღეს ციხე-დარბაზი ევიღეთ“
([3])

ამის შემდეგ ქაიხოსრომ პოზიციები განიმტკიცა, ალექსანდრე იმერთა მეფის რჩევით ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ქეთევანი. ქალიშვილი თუთა (გ. 1678) კი ცოლად გაატანა ვახტანგ V-ის ვაჟს ლევანს.

1660 წელს ღალატით მოკლა იმერეთის მეფისა და დემეტრე გურიელის მიერ მოსყიდულმა თავადმა მაჭუტაძემ. მისი შვილები, გიორგი და მალაქია ახალციხის ფაშას შეეკედლნენ. ამით ვამეყ დადიანმა თავისი გავლენა აღიდგინა გურიის სამთავროზე. მოხსენიებულია შემოქმედის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში მშობლებთან ერთად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 444.
  • რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 93, 105-107.
  • ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 139-140.
  1. ტუღუში ა., ცხოვრება და ღვაწლი დედოფალ მარიამ დადიანისა, თბილისი, 1992. გვ 6
  2. ქაიხოსრო გურიელის სიგელი აჭის ეკლესიას
  3. ქართული სამართლის ძეგლები ტ VI გვ. 666-667 — თბილისი, 1977