ლიპარიტ III დადიანი
ლიპარიტ III დადიანი — ოდიშის მთავარი 1657-1658, ლევან II დადიანის ძმის იესეს - ძე. ოდიშის მთავარი გახდა ლევან II დადიანის სიკვდილის შემდეგ. ლიპარიტ III დადიანი იმერთა მეფემ ალექსანდრე III-მ გადააყენა და მთავრად დასვა ვამეყ III დადიანი. ლიპარიტ III დადიანი შეეცადა ქართლის მეფე როსტომისა და ახალციხის ფაშის დახმარებით დაებრუნებინა ტახტი, მაგრამ ბანძის ბრძოლაში (1658) დამარცხდა და ოსმალეთში გადაიხვეწა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 248.