დემეტრე გურიელი
დემეტრე გურიელი — გურიის სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი 1658-1664, იმერეთის მეფე 1660 და 1663-1664 წლებში.
დემეტრე | |
---|---|
გურიის სამთავროს გამგებელი იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1658 |
მმართ. დასასრული: | 1664 |
წინამორბედი: | სიმონ II გურიელი |
მემკვიდრე: | გიორგი III გურიელი |
დინასტია: | გურიელები |
დემეტრე გურიელი ახალგაზრდობაში ბერად იყო შემდგარი. 1658 იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ და ვამეყ III დადიანმა ბანძის ბრძოლაში დაამარცხეს ლიპარიტ III დადიანი და ქაიხოსრო I გურიელი და გურიის სამთავრო ტახტზე ბრმა სიმონ II გურიელი აიყვანეს, მას მონასტრიდან გამოყვანილი დემეტრე გურიელი აშვილეს, რომელიც ფაქტობრივად განაგებდა გურიის სამთავროს.
1658 წელს ქაიხისრო I ოსმალეთის დახმარებით გურიაში დაბრუნდა. დემეტრე გურიელი იმერეთში გაიხიზნა და ქაიხოსრო თავად მაჭუტაძეს მოაკვლევინა. ქაიხოსროს მოკვლის შემდეგ, დემეტრე გურიელი კვლავ გურიელად დაჯდა. 1660 იმერეთის ფეოდალებმა მოკლეს თურქთა მიერ მეფედ დასმული ვახტანგ ჭუჭუნიაშვილი და დემეტრე გურიელი იმერეთში გაამეფეს. იმავე წელს დემეტრე გურიელი ფეოდალებმა ტახტიდან ჩამოაგდეს.
„ႲႫႧ. აქა მეფემან ალექსანდრე გურიელს მოუხდა, გურიელი ქაიხოსრო გადააგდო და დიმიტრი გურიელი გურიელად დასვა.“
| |
დემეტრე გურიელმა დიდძალი ქრთამი მისცა ოსმალეთის სულთანს. სულთანმა ახალციხის ფაშას დაავალა დემეტრეს მხარდაჭერა იმერეთის ტახტზე. დემეტრე ხელახლა მეფობდა 1663-1664 წლებში. გურიელი ტახტიდან ჩამოაგდეს, დააბრმავეს და გააძევეს. მისი შემდომი ბედი უცნობია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხატარაიშვილი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 375.
წინამორბედი: ქაიხოსრო I |
გურიის მთავრები 1658 - 1664 |
შემდეგი: გიორგი III |
წინამორბედი: არჩილ II |
იმერეთის მეფე 1663 - 1664 |
შემდეგი: ბაგრატ IV |