ტერმინს „ვახტანგ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვახტანგ.

ვახტანგ II გურიელი (გ. 1640) — გურიის მთავარი 1639-1640, გიორგი II გურიელის უმცროსი ვაჟი. საბატონიშვილოდ ჰქონდა მდინარე ბჟუჟის ხეობა. 1639 წელს ძმის — მალაქია I გურიელი-ის — გარდაცვალების შემდეგ გურიელად დასვა ლევან II დადიანმა და ფაქტობრივად მისი ვასალი იყო. 1640 წელს მან გურიიდან განდევნა კრისტოფორო დე კასტელი და სხვა მისიონერები.

ვახტანგ II გურიელი

კასტელის ნახატი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1639
მმართ. დასასრული: 1640
წინამორბედი: მალაქია I გურიელი
მემკვიდრე: ქაიხოსრო I გურიელი
დინასტია: გურიელები
მამა: გიორგი II გურიელი

მთავრად გახდომამდე, მისი ძმის, მამია II გურიელის მთავრობის დროს ვახტანგმა ზარზმიდან გადმოტანილი საეკლესიო სიწმინდეების დასაცავად შემოქმედის ეკლესიასთან ააგო ღვთისმშობლის შობის ეკლესია და მას რამდენიმე აზნაური და ოთხმოცი კომლი გლეხი შესწირა.

ლიტერატურა

რედაქტირება