სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქაიხოსრო.

ქაიხოსრო II ჯაყელი (დ. 1522 — გ. 1573) — სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი, ყვარყვარე III-ის ძე.

ქაიხოსრო II
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი
მმართ. დასაწყისი: 1545
მმართ. დასასრული: 1573
წინამორბედი: ყვარყვარე III
მემკვიდრე: ყვარყვარე IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1522
გარდ. თარიღი: 1573
გარდ. ადგილი: ყაზვინი, სეფიანთა იმპერია
მეუღლე: დედისიმედი
შვილები: ყვარყვარე, მზეჭაბუკ, მანუჩარ, თუალშუენიერი, ივანე, ელენე და თამარი
დინასტია: ჯაყელები
მამა: ყვარყვარე III

ათაბაგად დასვეს თურქებმა სოხოისტის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, როდესაც ისინი სამცხე-საათაბაგოს დიდ ნაწილს დაეუფლნენ. ქართლისა და იმერეთის მეფეები ათაბაგის ხელისუფლებას არ ცნობდნენ. ქაიხოსრო II ცდილობდა სპარსეთ-ოსმალეთთან ურთიერთობა გამოეყენებინა ჩამოჭრილი ტერიტორიები (ჯავახეთი, ჭანეთი, აჭარა) დასაბრუნებლად. ამ დროს ჯავახეთი ქართლის სამეფოს ჰქონდა მიერთებული. ქაიხოსრო II-მ ირანის შაჰს სთხოვა დახმარებოდა ჯავახეთის შემოერთებაში. 1547, სპარსეთ-ოსმალეთის ომის განახლებისთანავე, შაჰ-თამაზი ჯავახეთში შეიჭრა და დაარბია. 1549 კი თურქებმა 25 ციხე დაიპყრეს. ქართლის მეფე ლუარსაბ I ებრძოდა მათ და სულ უფრო მეტ ტერიტორიებს ათავისუფლებდა. 1551 ქაიხოსრო II-მ კვლავ სთხოვა დახმარება შაჰ-თამაზს. შაჰმა ქვეყანა აიკლო და ეკლესია-მონასტრები გაძარცვა. 1555 ამასიის ზავით ოსმალებმა და სპარსელებმა სამცხე-საათაბაგო შუაზე გაიყვეს. ქაიხოსრო II ირანისათვის მიკუთვნებულ ნაწილში დარჩა. შემდეგ, როდესაც ოსმალებმა დაპყრობილი ტერიტორიების ათვისება დაიწყეს, ქაიხოსრო II შაჰ-თამაზს ეწვია ყაზვინში და დახმარების მოლოდინში იქვე გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
ყვარყვარე III
სამცხის ათაბაგი
1545 - 1573
შემდეგი:
ყვარყვარე IV