კურსების დედაღვთისას მონასტერი
კურსების დედაღვთისას მონასტერი — არქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ნაპირზე.
აღწერა
რედაქტირებამონასტრის ტერიტორიაზეა დედაღვთისას სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან მოზრდილი ქვებით ნაგები გალავანი საზღვრავს. ეკლესია ახალი აღდგენილია. არქეოლოგიური სამუშაოების დროს ეკლესიის ტერიტორიაზე VI საუკუნის ქვის სტელა აღმოაჩინეს, რომელიც ეკლესიის დასავლეთითაა აღმართული. მონასტრის ტერიტორიაზეა ასევე აღდგომის სახელობის დარბაზული ეკლესია და სამრეკლო, რომელიც 2016-2018 წლებში ააგეს. მონასტრის მთავარ ჭიშკართან ქვაში გამოთლილი ორი საწნახელია. აქვეა ძველი წყარო, რომელსაც მოგვიანებით წრიული კოშკი დააშენეს. ასევე გვხვდება ძველი ბუხრის საპირე ქვა, ასევე ზეთის საპრესი და განამარხებული ხის ფრაგმენტებიც. მონასტრის ეზოს დასავლეთ ნაწილში საცხოვრებელი სამსართულიანი ნაგებობა, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში დედაღვთისას ეკლესიის აღმოსავლეთით ხის ოდა სახლია აშენებული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 44673