საწნახელი

ტრატიდიცული ქართული ღვინის დასაწური ჭურჭელი

საწნახელი — ყურძნის დასაჭყლეტი, დასაწნეხი, დასაწური და ღვინის დასაყენებელი ჭურჭელი, ძირითადად საქართველოში. ამზადებდნენ ხისგან (ცაცხვი, წაბლი, თელა, თხილი), ქვისგან, კვეთდნენ კლდეში. ხის საწნახელი ძირითადად ორი სახისაა: მრგვალი და გაკუთხული. პატარა ხის საწნახელი 15-20 ფუთს იტევს, ხოლო დიდი — 3000 ფუთს.

საწნახელი

უძველესი კლდეში ნაკვეთი საწნახელები ელინისტური ხანით თარიღდება (უფლისციხე, ზენითი), გვხვდება ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანებშიც. უფრო მოგვიანებით, მეღვინეობის განვითარების უფრო მაღალ დონეზე, გაჩნდა დამოუკიდებელი მოწყობილობა — ჭაჭის მექანიკური საწნახელი. იგი უკვე ნიკორწმინდის XI საუკუნის „დაწერილშია“ ნახსენები. აქვეა მოხსენიებული ხის საწნახელი, ქვითკირის „საწნეხი“ და ნაგებობა — „სასაწნელო“. საწნახელს იშვიათად დღესაც იყენებენ. რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში ტკბილის ჭაჭაზე დადუღება ძირითადად საწნახელში ხდება. საწნახელში აყენებენ ასევე წყალნარევ, ე.წ. სახარაჯო ღვინოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ბოხოჩაძე ა., მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში, თბ., 1963.
  • ფრუიძე ლ., მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში : ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, წგნ. 1 — რაჭა, თბ., 1974.
  • ჯავახიშვილი ივ., მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისთვის, წგნ. 1, ნაწილი 4, 5 — მეღვინეობა და მეხილეობა საქართველოში, თბ., 1964.