ნიკორწმინდა
ნიკორწმინდა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: კაჩაეთი, დაბა: ხარისთვალა). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე, შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით. ამბროლაურიდან 16 კილომეტრში. სოფელში არის საჯარო სკოლა [2]
სოფელი | |
---|---|
ნიკორწმინდა | |
ჯაბა ლაბაძის სურათი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნიკორწმინდა |
კოორდინატები | 42°27′43″ ჩ. გ. 43°05′23″ ა. გ. / 42.46194° ჩ. გ. 43.08972° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1180 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 498[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 498 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 726 | 322 | 404 |
2014[1] | 498 | 235 | 263 |
ისტორია
რედაქტირებასოფელმა სახელწოდება მიიღო XI საუკუნეში აქ აგებული ნიკოლაოსწმიდის ეკლესიისაგან. შუა საუკუნეებში ნიკორწმინდა ნიკორწმიდის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო. ამჟამად ნიკორწმინდის ეპარქიის ცენტრია. აღმოსავლეთ საქართველოში ირანის აგრესიის დროს XVII საუკუნეში ერთ ხანს თავს აფარებდა მეფე თეიმურაზ I.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში დგას XI საუკუნის ნიკორწმინდის ტაძარი. სოფლიდან სამხრეთ დასავლეთით 2 კმ-ზე არის საყინულის მღვიმე. სოფლიდან დასავლეთით 4-5 კილომეტრის დაშორებით არის ჭელიშის უდაბნოს ნამონასტრალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 435.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-10. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.