ზენითი
ზენითი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის დასავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 160 მ, ქობულეთიდან 16 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 764 კაცი[1].
სოფელი | |
---|---|
ზენითი | |
| |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზენითი |
კოორდინატები | 41°48′52″ ჩ. გ. 41°54′21″ ა. გ. / 41.81444° ჩ. გ. 41.90583° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 160 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 764[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირება1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიისთვის გადაცემის შემდეგ სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 67 ადამიანს.[2]
საბჭოთა პერიოდში შედიოდა მუხაესტატეს სასოფლო საბჭოში, განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 980[3][4] |
2014 | 764[1] |
საწნახელი
რედაქტირებასოფელში შემორჩენილია მონოლითური ქვის საწნახელი, რომელიც ბერძნული ეპოქის ძეგლია და ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნით თარიღდება. ეს უკანასკნელი 8 მ-ის სიგრძისა და 3 მ-ის სიგანის მონოლითური ფორმის ქვის საწნახელს წარმოადგენს, სადაც მოთავსებული იყო ოწინარები / ბერკეტები და წნეხი. ზენითის საწნახელი დიდი მოცულობისაა, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის საუკუნოვან ტრადიციებს ადასტურებს. ჩაქვისწყლის ხეობაში მევენახეობის განვითარებას მოწმობს ასევე აქ მდებარე თითქმის ყველა სოფელში შემორჩენილი უძველესი ღვინის მარნების ნანგრევები.[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 356.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012. — გვ. 40.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-06. ციტირების თარიღი: 2019-10-06.