ხრესილი
ხრესილი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ახალდაბა, ბუეთი, გადაღმა წყალწითელა, გადმოღმა წყალწითელა, ივანეული, ლეღვა, ძუყნური).
სოფელი | |
---|---|
ხრესილი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხრესილი |
კოორდინატები | 42°20′46″ ჩ. გ. 42°52′49″ ა. გ. / 42.34611° ჩ. გ. 42.88028° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 390 მ |
მოსახლეობა | 274[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა. სკოლაში სწავლობს 105 მოსწავლე. სკოლა ემსახურება სოფელ ძუყნურსაც. მოქმედებს საბავშვო ბაღი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 274 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 416 | 195 | 221 |
2014[1] | 274 | 132 | 142 |
მაღალია სოფლიდან მიგრაციის მაჩვენებელი. მიგრაციის ნაკადი ძირითადად მიმართულია ქალაქ ქუთაისისკენ.
ბუნება
რედაქტირებასოფელი მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე წყალწითელას ხეობაში. ზღვის დონიდან 390 მეტრი, ტყიბულიდან 15 კილომეტრი.
ხრესილში გავრცელებულია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები, არის ნეშომპალა კარბონატული და ალუვიური ნიადაგები. მცენარეულობიდან გვხვდება მუხა, წიფელი, ნეკერჩხალი, თელა, ფიჭვი, მურყანი, წაბლი, ძელქვა. ტყეები მდიდარია ტყის ხილით: ვაშლი, მსხალი, ზღმარტლი, ჟოლო, მოცვი, ასკილი, კუნელი. მრავალწლიანი ნარგავებიდან გაშენებულია ჩაი, ციტრუსოვანი კულტურები, სიმინდი, ლობიო.
ცხოველებიდან გვხვდება მაჩვი, კურდღელი, თაგვი, მელა, ციყვი, ზღარბი, თხუნელა, ტურა, კვერნა, მგელი, მურა დათვი. ფრინველებიდან — კაჭკაჭი, ყვავი, მოლაღური, წივწივა, მერცხალი, გულწითელა, სკვინჩა, ბულბული, კოდალა, გუგული, ქორი, ძერა. თევზებიდან — ქაშაყი, ნაფოტა, კალმახი.
ხრესილში მიედინება მდინარე წყალწითელა და მისი შენაკადები. ერთ-ერთი შენაკადი, მცირე მდინარე ღვაღვანა ქმნის პატარა ჩანჩქერს. სოფლის მოსახლეობა სასმელად იყენებს წყაროს წყლებს. სასმელი წყლებიდან მნიშვნელოვანია „თათროულის წყარო“ და „კოვზის წყარო“.
ხრესილში არის გიშერი, თუმცა მისი მოპოვება და დამუშავება არ ხდება.
ისტორია
რედაქტირებაწყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. 1757 წელს სოფელთან (სოფლის მიდამო – „თათრული“) გაიმართა ბრძოლა ოსმალთა და ქართველთა ჯარებს შორის.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II