გურნა
გურნა — სოფელი საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ანტორია, ბობოთი, კითხიჯი, კისორეთი, კორეეთი, ნაძვა, ციხია). მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჭალის (წყალწითელას მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 610 მეტრი, ტყიბულიდან 35 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა, საექიმო პუნქტი. სოფელში გადის ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო გზა.
სოფელი | |||
---|---|---|---|
გურნა | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ტყიბულის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | გურნა | ||
კოორდინატები | 42°24′23″ ჩ. გ. 42°51′36″ ა. გ. / 42.40639° ჩ. გ. 42.86000° ა. გ. | ||
პირველი ხსენება | 1660 | ||
ცენტრის სიმაღლე | 610 მ | ||
მოსახლეობა | 419[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 419 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 750 | 380 | 370 |
2014[1] | 419 | 202 | 217 |
ისტორიარედაქტირება
გურნა წყაროებში პირველად 1660 წელს იხსენიება. 1926 წლისთვის გურნას თემი შედგებოდა შვიდი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 4717 ადამიანს, ხოლო ფართობი 130,1 კმ²-ს.[3]
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 316.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი