CNN

(გადამისამართდა გვერდიდან სი-ენ-ენი)

CNNThe Cable News Network — ამერიკული ტელეკომპანია ახალი ამბების 24 საათიანი მაუწყებლობით (შტაბ-ბინა ქ. ატლანტაში, ევროპული სათავო ოფისი ქ. ლონდონში). დააარსა ტედ ტერნერმა 1980 წელს. მსოფლიოს ეს უმსხვილესი საინფორმაციო კომპანია მოიცავს 14 სხვადასხვა საკაბელო და თანამგზავრულ არხს, 2 რადიოსადგურს, 6 ინტერნეტ–საიტს და 40–მდე საზღვარგარეთულ ბიუროს. ახალ ამბებს სი–ენ–ენი–ი გადასცემს 38 კოსმოსური თანამგზავრის სიგნალების საშუალებით, რომელთა ხილვაც შესაძლებელია 1,5 მილიარდი მაყურებლისთვის მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. სი–ენ–ენ–მა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც 1991 წელს პირდაპირ რეპორტაჟებს გადასცემდა სპარსეთის ყურეში მიმდინარე საომარი ოპერაციებიდან.

The Cable News Network-ის ლოგო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=CNN&oldid=4417293“-დან