ირაკლი ფირცხალავა

ირაკლი ფირცხალავა ან ირაკლი (რუს. Иракли Пирцхалава ან Иракли; დ. 13 სექტემბერი, 1977, მოსკოვი) — რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალია. თავისი კარიერის განმავლობაში, მან ძალები რამდენიმე ჟანრში მოსინჯა, თუმცა ამჟამად სიმღერები მისი რეპერტუარიდან პოპ სტილშია შესრულებული. გამოშვებული აქვს სამი სოლო ალბომი.

ადრეული წლები

რედაქტირება

ირაკლის დედა - ნანა ფირცხალავა ზრდიდა. ბავშვობაში მან 5 სკოლა გამოიცვალა და სწავლობდა სპორტულ სკოლა-ინტერნატში ფრანგული განხრით. ბავშვობიდანვე ირაკლი ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ დედის დაჟინებული სურვილით, 5 წლის ასაკში მუსიკალურ სკოლაში ჩაირიცხა. თუმცა, ბავშვობის ოცნებამ გაიმარჯვა და 13 წლის ასაკში მან მიატოვა მუსიკალური სასწავლებელი და 2 წელი საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივში" ვარჯიშობდა. მოგვიანებით, ირაკლი მიხვდა, რომ წარმატებული საფეხბურთო კარიერის შესაქმნისთვის უკვე ძალიან დიდი იყო და იმის გააზრებით, რომ ის მუდმივად მეორე შემადგენლობაში ითამაშებდა, დატოვა საყვარელი კლუბი.

პირველი ნაბიჯები მუსიკაში

რედაქტირება

ბავშვობაში, მუსიკალურ სკოლაში სწავლას უშედეგოდ არ ჩაუვლია. 16 წლის ასაკში ირაკლი პირველ სიმღერას წერს პროფესიონალურ ხმის ჩამწერ სტუდიაში. ამავე დროს, ის სერიოზულად ინტერესდება ჰიპ-ჰოპ მუსიკით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება