სტელა მაკ-კარტნი
სტელა ნინა მაკ-კარტნი (ინგლ. Stella Nina McCartney; დ. 13 სექტემბერი, 1971) —ინგლისელი მოდის დიზაინერი, The Beatles-ის წევრის სერ პოლ მაკ-კარტნის და ფოტოგრაფის, ცხოველთა უფლებების აქტივისტის ლინდა მაკ-კარტნის ქალიშვილი. უარს ამბობს თავის კოლექციებში ბეწვის და ტყავის გამოყენებაზე. ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაცია PETA-ს აქტიური მხარდამჭერია.[1][2]
სტელა მაკ-კარტნი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ინგლ. Stella McCartney |
დაბადების სახელი | ინგლ. Stella Nina McCartney |
დაბადების თარიღი |
13 სექტემბერი, 1971 (51 წლის) ლამბეტი, დიდი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
საქმიანობა | დიზაინერი, მოდელიორი |
მეუღლე(ები) | ალისტერ უილისი |
შვილ(ებ)ი |
მილერ ალისტერ ჯეიმსი (დ.25 თებერვალი,2005) ბეილი ლინდა ალვინი (დ. 8 დეკემბერი, 2006) ბეკეტ რობერტ ლი (დ.8 იანვარი, 2008) რეილი დეილი სტელა (დ. 23 ნოემბერი, 2010). |
მშობლები |
მამა: პოლ მაკ-კარტნი დედა: ლინდა მაკ-კარტნი |
ჯილდოები | ბრიტანეთის იმპერიის ორდენი |
საიტი | [[1]] |
ადრეული წლები
რედაქტირებადაიბადა ლონდონში 1971 წლის 13 სექტემბერს, პოლ მაკ-კარტნისა და ლინდა ისტმანის ოჯახში.
ბავშვობაში გოგონა, მისი ორი უფროსი და და უმცროსი ძმა მოგზაურობდნენ მსოფლიოში მშობლებთან და როკ ჯგუფ Wings -თან ერთად. როგორც მამა ყვებოდა, ჯგუფ Wings-ის სახელწოდება სტელას დაბადებას უკავშირდებოდა — მშობიარობა რთული იყო და გოგონა ქვეყანას საკეისრო კვეთის საშუალებით მოევლინა. ამ დროს პოლი საოპერაციოს გარეთ ლოცულობდა, რომ შვილი „ანგელოზის ფრთებზე“ დაბადებულიყო.
მიუხედავად ცნობადობისა, მაკ-კარტნის ოჯახს სურდა, რომ მათ შვილებს ეცხოვრათ ჩვეულებრივი ცხოვრებით, ამიტომ სტელა და დანარჩენი ბავშვები სწავლობდნენ აღმოსავლეთ სასექსის ადგილობრივ საჯარო სკოლაში. როგორც შემდგომში თავად იხსენებდა როგორც „ბითლზის“ ერთ-ერთი წევრის ქალიშვილი, სკოლაში პრივილეგიებით არასოდეს სარგებლობდა, პირიქით, მისგან უფრო მეტს ითხოვდნენ.რაც შეეხება ცნობილი მამის შემოქმედებას, ის რეგულარულად აძლევდა თავის ქალიშვილს ახალი სიმღერების მოსმენის და ამავე დროს მოწონების ან კრიტიკის გამოხატვის საშუალებას.[3]
კარიერა
რედაქტირებამუშაობის დასაწყისი
რედაქტირებასტელა მოდის დიზაინით 13 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც მან შექმნა თავისი პირველი ქურთუკი. სამი წლის შემდეგ იგი გახდა კრისტიან ლაკრუას სტაჟიორი, რომელიც მუშაობდა თავის პირველ ტანსაცმლის კოლექციაზე, ხოლო შემდეგ კვალიფიკაციის ასამაღლებლად რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ედვარდ სექსტონთან, მამის მკერავთან.[4]
სტელამ ძირითადი განათლება მიიღო რავენსბორნის დიზაინის კოლეჯში, სწავლობდა მოდის დიზაინს წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში. მისი გამოსაშვები კოლექცია 1995 წლის შოუზე უფასოდ აჩვენეს მისმა მეგობარმა სუპერმოდელებმა: ნაომი კემპბელმა, იასმინ ლე ბონმა და კეიტ მოსმა. თავად კოლექციის ჩვენება მამის ცნობილი სიმღერის „Stella May Day“-ის თანხლებით მოეწყო. შოუ გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვდა, ხოლო კოლექცია ტოკიოსა და ლონდონის მაღაზიებში Browns-ის, Joseph-ის, Bergdorf Goodman-ის and Neiman Marcus-ის ბრენდებად გაიყიდა. ისევე როგორც მისი მშობლები, სტელა ცხოველთა უფლებების აქტიური მხარდამჭერია. არ იყენებს ბეწვს და ტყავს ტანსაცმლის კოლექციების შექმნისას, თანამშრომლობს ცხოველთა დამცველ ორგანიზაცია PETA-სთან. მის ზოგიერთ პროდუქციას თან ახლავს ცხოველთა დამცველი ტექსტები. მაგალითად, ერთ-ერთი ქურთუკის სახელოზე, რომელიც მან შექმნა Adidas-ისთვის, დატანებულია ტექსტი: „შეეფერება ვეგეტარიანელ სპორტსმენებს“. პოლ მაკ-კარტნი ასევე თანამშრომლობს PETA-სთან და აკრიტიკებს დიზაინერებს რომლებიც იყენებენ ცხოველების ბეწვს და ასევე მათ, ვინც მას ატარებს. დიზაინერი უარს არ ამბობს მატყლის, აბრეშუმის და ცხოველური წარმოშობის სხვა მასალების გამოყენებაზე.[5][6][7]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2003 წლის 30 აგვისტოს სტელა მაკ-კარტნი ცოლად გაჰყვა ბრიტანელ გამომცემელ ალისტერ უილისს. სტელას საქორწილო კაბა იყო დედის 1969 წლის საქორწილო კაბის განახლებული ვერსია. კაბა შეიქმნა ტომ ფორდის მიერ, რომელიც მისი უფროსი გახლდათ Gucci-ში.
წყვილს ჰყავს ოთხი შვილი: მილერ ალასდაირ ჯეიმსი (დ. 25 თებერვალი, 2005), ბეილი ლინდა ალვინი (დ. 8 დეკემბერი, 2006), ბეკეტ რობერტ ლი (დ. 8 იანვარი, 2008) [და რეილი დეილი სტელა (დ. 23 ნოემბერი) 2010).[8][9]
სტელა, ისევე როგორც მისი მეუღლე, ბრიტანეთის სამეფო ლეგიონის წევრია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Miles, Barry; Badman, Keith, eds. (2001). The Beatles Diary After the Break-Up: 1970–2001 (reprint ed.). London: Music Sales Group. ISBN 9780711983076.
- ↑ "Stella".
- ↑ "Stella Mccartney – Stella Looks For Private School". Contactmusic.com. Retrieved 27 October 2011.
- ↑ Blank, Sandy (2012). The Sustainable Fashion Handbook. London: Thames and Hudson. pp. 32–33. ISBN 9780500290569 – via Open edition.
The seeds were sown in my personal life, then they came into my business life
- ↑ McCartney, Stella (29 January 2018). "Stella McCartney on meditation: 'When my mum died, Dad, my brother and I went to see the Maharishi'".[მკვდარი ბმული] The Times. Retrieved 29 February 2020.
I didn't want to part with money for it. But, you know, it's probably the best investment I ever made
- ↑ Bowles, Hamish (5 December 2019). "Earth Mother: How Stella McCartney Became Fashion's Conscience". Vogue.
- ↑ "Adidas by Stella McCartney". Adidas.com. Archived from the original on 11 November 2010. Retrieved 27 October 2011.
- ↑ "Stella McCartney Welcomes Daughter Reiley Dilys". People. Meredith Corproation. 29 November 2010. Archived from the original on 3 December 2010.
- ↑ Perry, Simon (12 December 2006). "Stella McCartney, Husband Welcome daughter". People. Retrieved 27 October 2011.