აბრეშუმი (სპარს. ابریشم [abrishom]; ძველქართულად ერქვა — ჭიჭნაური) — ბუნებრივი საფეიქრო ბოჭკო. აბრეშუმის მთლიანი მასა წარმოიქმნება აბრეშუმის ჭიის სანაფე (აბრეშუმის გამომყოფ) ჯირკვლებში, საიდანაც გამოიყოფა ორი უწყვეტი ელემენტარული ძაფის სახით.

Silk Sari Weaving at Kanchipuram, Tamil Nadu.jpg

აბრეშუმი მაგარი, ჭიმვადი, ჰიგროსკოპიული, ჰაერგამტარი და კარგი ელექტროიზოლატორია. იწვის უალოდ. ნახშირდება 180 C ზევით; მასზე არ მოქმედებს დაბალი კონცენტრაციის მჟავეები და ტუტეები.

ხელოვნური აბრეშუმის შესახებ იხილეთ ქიმიური ბოჭკო.

შემადგენლობარედაქტირება

აბრეშუმის ძირითადი შემადგენელი ნივთიერებებია ფიბრიონი და სერიცინი. პირველი — აბრეშუმს ანიჭებს სიმაგრეს, ელასტიკურობას, ელვარებას, სინაზესა და სხვა; მეორე — ერთმანეთთან აკავშირებს ელემენტარულ ძაფებს.

გამოყენებარედაქტირება

აბრეშუმს იყენებენ მედიცინაშიც (ქირურგიულ ძაფად). ტექნიკაში—(საიზოლაციო მასალად, მაღალი ხარისხის საცრის დასამზადებლად); აგრეთვე თავდაცვით მრეწველობაში და სხვა.

ლიტერატურარედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.