გუნტის ულმანისი
გუნტის ულმანისი (ლატვ. Guntis Ulmanis; დ. 13 სექტემბერი, 1939, რიგა, ლატვია) — ლატვიელი პოლიტიკოსი, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1993-1999 წლებში.[1]
კარლის ულმანისის ძმისწული, 1955 წლამდე დედისმხრიდან პაპის გვარს - რუმპიტისს ატარებდა. ბავშვობა ციმბირში გაატარა გასახლებულმა (გაასახლეს 1941 წელს). რიგაში 1948 წელს დაბრუნდა. 1966 წელს დაამთავრა ლატვიის უნივერსიტეტი, მსახურობდა საბჭოთა არმიაში (1963-1965), მუშაობდა რიგის აღმასკომში, 1966 წელს შევიდა სკკპ-ში, იყო რიგის რაიონის საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის დირექტორი. 1989 წელს სკკპ დატოვა. 1993 წელს სეიმის დეპუტატად იქნა არჩეული ლატვიის გლეხობის კავშირიდან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გუნტის ულმანისი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Guntis Ulmanis: Latvijas Valsts prezidents 1993-1999 Latvian. Latvijas Valsts prezidenta kanceleja. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-14. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
წინამორბედი: კარლის ულმანისი |
ლატვიის პრეზიდენტი 1999 – 2007 |
შემდეგი: ვაირა ვიკე-ფრეიბერგა |