ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე (დ. 9 სექტემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი მწერალი, სცენარისტი, მთარგმნელი.
ზაზა ბურჭულაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 სექტემბერი, 1973 (51 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ფსევდონიმი | Gregor Zamza[1] |
საქმიანობა | მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, დრამატურგი, მსახიობი[1] და სცენარისტი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო[2] |
ალმა-მატერი | თბილისის სამხატვრო აკადემია |
Magnum opus | ადიბასი (რომანი) |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | pen-deutschland.de/de/themen/writers-in-exile/aktuelle-stipendiaten/zaza-burchuladze/ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია — მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტი.
1998 წლიდან წერს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „არილი“, „ალტერნატივა“, „ანაბეჭდი“, „ცხელი შოკოლადი“, „ტაბულა“. იყო „რადიო თავისუფლების“ საავტორო ბლოგის ავტორი. არის კავკასიის მედია სკოლის ლექტორი, სადაც კითხულობს კურსს „პოპ-მექანიკა“. 2001 წლამდე იბეჭდებოდა გრეგორ ზამზას ფსევდონიმით. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ფ. მ. დოსტოევსკის, დ. ხარმსის, ვ. სოროკინის, მ. ელიზაროვის, ა. ბიტოვის პროზა.
2003 წელს მიიღო სახელმწიფო ჯილდო „წინანდალი“ რომანისთვის “მინერალური ჯაზი”. 2005 წელს მისი სცენარის მიხედვით „დედა“ გადაიღეს მოკლემატრაჟიანი ფილმი. [წყარო არ არის მითითებული 1289 დღე]
2007 წელს შეასრულა მთავარი როლი მხატვრულ ფილმში „ჯაყოს ხიზნები“ (ფილმი გადაღებულია მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით).
2008 წელს მიიღო ბაკურ სულაკაურის ჯოლდო მოთხრობისთვის „Passive Attack“. [წყარო არ არის მითითებული 1289 დღე]
2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა რომანისთვის „გასაბერი ანგელოზი“ მიანიჭა პრემია „წლის საუკეთესო რომანი“.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „ორი კანფეტი“, რომანი, 1997 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
- „მესამე კანფეტი“, მოთხრობების კრებული, 1998 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
- „შენ“, რომანი, 1999 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
- „სულთათანა“, რომანი, 2000 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
- „სიმფსონები“, რომანი, 2001.
- „წერილი დედას“, რომანი, 2002.
- „მინერალური ჯაზი“, რომანი, 2003.
- „სახარება ვირისა“, რომანი (გაგა ლომიძის კომენტარებით), 2004.
- „ხსნადი კაფკა“, მოთხრობა, 2005.
- „სხვა გასაღები“, საბავშვო კინოსცენარი (საქართველოს კინოცენტრის დაკვეთით), 2007.
- „ფონოგრამა“, მოთხრობების კრებული, 2008.
- „adibas“, რომანი, 2009.
- „ხსნადი კაფკა“, მოთხრობების კრებული, 2010.
- „კონფორმისტის ჩანაწერები“, კრებული, 2010.
- „გასაბერი ანგელოზი“, რომანი, 2011.
- „ტურისტის საუზმე“, რომანი, 2015.
თარგმანები
რედაქტირება- „მინერალური ჯაზი“, რუსულად, გამომცემლობა ad marginem, 2007.
- „ხსნადი კაფკა“, რუსულად, გამომცემლობა ad marginem, 2008.
- „adibas“, პოლონურად, გამომცემლობა Claroscuro, 2011.
- „adibas“, რუსულად, გამომცემლობა ad marginem, 2011.
- „ხსნადი კაფკა“, რუმინულად, გამომცემლობა Сartier, 2011.
- „adibas“, ინგლისურად, გამომცემლობა Dalkey Archive Press, 2014.
- „გასაბერი ანგელოზი“, ფრანგულად, გამომცემლობა L'Age d'Homme, 2014.
- „გასაბერი ანგელოზი“, რუსულად, გამომცემლობა ad marginem, 2014.
- „adibas“, იტალიურად, გამომცემლობა Meridiano Zero, 2014.