დავით ერისთავი

ქართველი მწერალი
(გადამისამართდა გვერდიდან ერისთავი, დავით)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

დავით გიორგის ძე ერისთავი (დ. 9 სექტემბერი [ ძვ. სტ. 28 აგვისტო], 1847, ხიდისთავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 23 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 11 ოქტომბერი], 1890, თბილისი) — ქართველი მწერალი.

დავით ერისთავი
დაბადების თარიღი 28 აგვისტო (9 სექტემბერი), 1847
დაბადების ადგილი ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი), გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 11 (23) ოქტომბერი, 1890 (43 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ოდესის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 

1867-1871 წლებში სწავლობდა ჯერ ოდესის უნივერსიტეტში, შემდეგ პეტერბირგის სამედიცინო აკადემიაში, რომელიც არ დაუსრულებია. 1871-იდან თანამშრომლობდა "დროებაში", "ტიფლისსკი ვესტნიკსა" და "ფალანგაში". 1882-იდან გაზეთ "კავკაზს" რედაქტორობდა. სალიტერატურო მოღვაწეობა ლექსებითა და ფელეტონებით დაიწყო. იყო "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი (1882), ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი. ერისთავმა თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი დრამატული ნაწარმოები. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ისტორიულმა პიესამ "სამშობლო" (1881), რომელსაც საფუძვლად დაედო ფრანგი დრამატურგის ვიქტორიენ სარდუს ამავე სახელწოდების დრამა. სარდუს სიუჟეტი ერისთავმა ბრწყინვალედ მიუსადაგა ქართულ სინამდვილეს, პიესას ეროვნული კოლორიტი კოლორიტი შესძინა და წინაპართაგან სამშობლოსათვის თავდადება მაგალითად დაუსახა იმდროინდელ ქართველობას. "სამშობლოს" წარმოდგენამ (1882 წლის 20 იანვარს) ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო.

ერისთავს ეკუთვნის აგრეთვე გადმოკეთებული პიესები "მეორედ გაყმაწვილება", "სადაო მფლობელობა", "დროებითი სიყვარული", "დავიდარაბა ანუ არღანი და ლეკვი", "საძაგელი" და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჭიჭინაძე ზ., დავით ერისთავი, ტფ. 1892;