ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯალალ ალ-აჰმადი (სპარს. جلال آل احمد‎; დ. 3 დეკემბერი, 1923, თეირანი — გ. 9 სექტემბერი, 1969, ასალიმი, გილანი) — ირანელი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, „ევროცენტრიზმის“ კრიტიკოსი.[1]

ჯალალ ალ-აჰმადი

სპარს.  جلال آل احمد
დაბადების თარიღი 3 დეკემბერი 1923
თეირანი, ირანი
გარდაცვალების თარიღი 9 სექტემბერი1969 (45 წლის)
ასალემი, გილიანი
გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა
მოქალაქეობა ირანის დროშა ირანი
საქმიანობა პროზაიკოსი, პოეტი
პუბლიცისტი, მთარგმნელი
საზოგადო მოღვაწე
აქტიური 1945 —1969
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯალალ ალ-აჰმადი დაიბადა 1923 წლის 3 დეკემბერს თეირანში, ცნობილი თეოლოგის სეიდ აჰმად ჰოსეინ ტალეკანის, აიათოლა მაჰმუდ ტალეკანის ბიძის ოჯახში. ჯალალ ალ-აჰმადის ბავშვობამ და მოზარდობამ გაიარა ძლიერი რელიგიური წნეხის ატმოსფეროში, რეზა-შაჰ ფეჰლევის მიერ ირანული საზოგადოების ევროპეიზაციის მიზნით, სასულიერო პირების დევნის დროს. მამა, როგორც უკიდურესად ფანატიკოსი მორწმუნე, ჯალალ ალ-აჰმადს არ აძლევდა საშუალებას  სწავლა გაეგრძელებინა საერო სკოლაში, ამიტომ, პატარაობიდანვე, ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ბაზარში სახელოსნოებში, ხოლო საღამოობით, მამისგან მალულად, ესწრებოდა გაკვეთილებს დარ ალ-ფუნუნის საშუალო სკოლაში.[2]

ჯერ კიდევ მაღალ კლასებში საღამოს კურსებზე სწავლისას, პოლიტიკური სწავლებების გააზრებისა და ამ სფეროში ცოდნის მიღების სურვილით, იგი გახდა ირანის სახალხო პარტიის (თუდე) აქტივისტი, რომელშიც იყო 1947 წლამდე. პარალელურად იყო რელიგიური განახლების წრის „ანჯომანე ესლაჰის“ წევრი. საღამოს კურსების დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თეირანის პედაგოგიური ინსტიტუტის ლიტერატურულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1946 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა.  სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მასწავლებლად სკოლაში.[3]

ჯალალ ალ-აჰმადის პირველი რომანი "ზიარათი" ("მომლოცველობა") გამოქვეყნდა 1945 წელს ჟურნალ "სოჰანში", რომლის ხელმძღვანელი გახლდათ იყო სადექ ჰედაიათი. 1946 წლის თებერვალში გამოიცა მისი პირველი მოთხრობების კრებული „დიდო ბასდიდი“ (ვიზიტი). მისი მეორე კრებული სახელწოდებით "Az ranji ke mibarim" ("სიძნელეები, რომლებსაც ჩვენ განვიცდით") გამოიცა 1947 წლის შუა წლებში, ხოლო იმავე წლის ბოლოს, თუდეს პარტიაში არსებული განხეთქილების გამო, ჯალალ ალ- აჰმადი პოლიტიკურიდან პედაგოგიურ საქმიანობაზე გადავიდა. ამ პერიოდში, როგორც თავად აღნიშნავდა, „ფრანგული ენის დასაუფლებლად“ ფრანგულიდან სპარსულ ენაზე თარგმნა ა.ჟიდის, ა.კამიუს, ჟ.პ.სარტრის ნაწარმოებები და ფ.მ.დოსტოევსკის რომანი „მოთამაშე“. მოთხრობების მესამე კრებული „სეთარი“ მწერლის შემოქმედების ამავე პერიოდის შედეგია. 1948 წელს  დაქორწინდა სიმინ დანეშვარზე, ცნობილ ირანელ მწერალზე.

1950-იანი წლების დასაწყისში ირანში გაძლიერდა ბრძოლა ნავთობის ნაციონალიზაციისთვის. დოქტორ მოსადეყის ხელმძღვანელობით შეიქმნა ირანის ეროვნული ფრონტი და ჯალალ ალ-აჰმადი, როგორც მესამე ძალის პარტიის აქტივისტი,  გახდა მისი აქტიური წევრიდა ისევ პოლიტიკაშია ჩაერთო. ამ პერიოდში მონაწილეობდა ეროვნული ფრონტის იდეოლოგიური გამოცემების გამოშვებაში. 1953 წელს დოქტორ მოსადეყის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის შემდეგ, ჯალალ ალ-აჰმადი დაშორდა პოლიტიკას და დაუბრუნდა პედაგოგიურ და შემოქმედებით მოღვაწეობას.  ამ პერიოდში ეწეოდა ეთნოგრაფიულ კვლევასა და მთარგმნელობით საქმიანობას.  ფრანგულიდან სპარსულ ენაზე თარგმნა  ანდრე ჟიდის „დაბრუნება სსრკ-დან“ და ჟ.პ სარტრის „ბინძური ხელები“.  ამ პერიოდში გამოიცა მისი მოთხრობების მეოთხე კრებულიც „ზედმეტი ქალი“. ამავდროულად, ის შეხვდა ნიმა იუშჯს,  „ახალი პოეზიის“ გულმოდგინე მხარდამჭერს.

1954 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი "ფუტკრის ისტორია", რომელშიც ავტორმა მიმოიხილ ირანელების ბოლოდროინდელ ბრძოლა ნავთობის სიმდიდრისთვის. 1958 წელს — ლიტერატურული კრიტიკის კრებული. სტატიები "სამი ახალი სტატია" და მოთხრობა "სკოლის დირექტორი", სადაც გადმოცემულია სასკოლო სისტემის გამანადგურებელი კრიტიკა.[4]

როგორც ანთროპოლოგი, ალ-აჰმადი მოგზაურობდა ირანის ღარიბ რეგიონებში, ცდილობდა შეესწავლა იქ მცხოვრები ხალხის ცხოვრება, კულტურა და გაჭირვება. ასეთი მოგზაურობის შედეგებზე დაყრდნობით დაწერა ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ესეების ციკლი: „ავრაზანი“, „თათი ზაჰრას ოლქში“, „კუნძული ხარგი, სპარსეთის ყურის უნიკალური მარგალიტი“.

50-იანი წლების ბოლოს ჯალალ ალე-აჰმედმა გამოსცა თავისი ლიტერატურული ნაწარმოებების კრებული „შვიდი სტატია“. 1958 წელს გამოქვეყნდა მისი ცნობილი მოთხრობა „სკოლის დირექტორი“, რომელიც გარდამტეხად ითვლება ალე-აჰმადის შემოქმედებაში.

ირანის სოციალური ცხოვრების შესანიშნავმა ცოდნამ, სხვადასხვა რეგიონის სოციოლოგიურმა და ეთნოგრაფიულმა შესწავლამ საშუალება მისცა  ჯალალ ალ-აჰმედს ყურადღება მიექცია ქვეყანაში არსებული ობიექტური და სუბიექტური სოციალურ წინააღმდეგობებისთვის. შედეგად შეიქმნა მისი ცნობილი სოციალურ-პუბლიცისტური  ნაწარმოების „მოწამვლა დასავლეთით (ვესტოქსიკაცია)“. როდესაც 1960 წელს ჟურნალ "Keihan-e mah"-ში ამ წიგნის პირველი თავი გამოჩნდა, ყოველთვიური ჟურნალი ნახევარი წლით აიკრძალა. წიგნი არალეგალურად გამოვიდა 1962 წელს.  ნამუშევარს   დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტელიგენციის და პროგრესული ახალგაზრდების მხრიდან. ამ ნაშრომის მთავარი იდეაა ხაზგასმით აღინიშნოს წინააღმდეგობები მდიდარ, ინდუსტრიულ დასავლეთსა და აგრარულ აღმოსავლეთს, ანუ მესამე სამყაროს ქვეყნებს შორის. ამ სოციალურ-ჟურნალისტურ ნაშრომში ავტორი მკაცრად აკრიტიკებდა ირანის ეკონომიკურ და კულტურულ დამოკიდებულებას დასავლეთის ექსპლუატატორ ქვეყნებზე, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებზე. თუმცა, ვინაიდან თავიდანვე იყო დაბრკოლებები სახელმწიფო აპარატის მხრიდან წიგნის გამოცემაში, ჯალალ ალ-აჰმედმა დატოვა ირანი. 1962 წლის მეორე ნახევარში ალ-აჰმადი განათლების სამინისტროდან დასავლეთ ევროპაში გაემგზავრა სახელმძღვანელოების გამოცემის გამოცდილების შესასწავლად.[5]

1964 წლის გაზაფხულზე გაემგზავრა მექაში ქააბას მოსალოცად.ადამიანი, რომელიც თავის ნაწერებში დასცინოდა რელიგიურ ცრურწმენებს, პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, გაემიჯნა რელიგიურ ოჯახს და შეუერთდა მარქსისტულ პარტიას, კვლავ მიუბრუნდა რელიგიას.[6][7]

1964 წლის ზაფხულში ჯალალ ალ-აჰმადი გაემგზავრა საბჭოთა კავშირში საერთაშორისო ეთნოგრაფიულ კონგრესში მონაწილეობის მისაღებად. კონგრესის დასასრულს იგი, წარჩინებულ სტუმრებს შორის, ერთ თვეზე მეტხანს დარჩა საბჭოთა კავშირში და ეწვია ლენინგრადს, ბაქოს, ტაშკენტს, სამარყანდს.[8]

1965 წლის ზაფხულში, ჰარვარდის უნივერსიტეტის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ლიტერატურულ და პოლიტიკურ სემინარში ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეერთებულ შტატებში მოგზაურობის შემდეგ ალ-აჰმადი მივიდა დასკვნამდე, რომ ირანელი ახალგაზრდები არ უნდა გაეგზავნონ სასწავლებლად ევროპასა და ამერიკაში, არამედ მხოლოდ ინდოეთსა და იაპონიაში, რადგან კაპიტალისტური იდეოლოგიაც და სოციალისტური სისტემაც უცხოა ირანული საზოგადოებისთვის. [9]

ჯალალ ალ-აჰმადი მოულოდნელად გარდაიცვალა თავისი ლიტერატურული და სოციალური მოღვაწეობის ზენიტში. იგი გარდაიცვალა 1969 წლის 9 სექტემბერს, გულის შეტევით, გილანის პროვინციის სოფელ ასალიმში, საკუთარ აგარაკზე.[10]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Дорри Д. Х. Персидская литература XX века. — М.: Муравей, 2005. — С. 66—70. — 192 с. — ISBN 5-478-00056-6.
  • Кляшторина В. Джелал Але Ахмад // Иранская революция 1978-1979 гг. Причины и уроки.. — М.: «Наука», 1989. — С. 78—82.
  • J. Al-e Ahmad. Gharbzadegi: Weststruckness. Brekley: Mizan, 1984.
  • M. Boroujerdi. Iranian Intellectuals and the West: The Tormented Triumph of Nativism. Syracuse University Press, 1996.
  • H. Dabashi. Theology of Discontent: The Ideological Foundations of the Islamic Revolution in Iran. New York University Press, 1993.
  • B. Hanson, «The 'Westoxication' of Iran: Depictions and Reactions of Behrangi, Al-e Ahmad and Shariati», International Journal of Middle East Studies . vol. 15 no. 1, 1983, pp. 1–23.
  • M. Mahmoodi, "Orientalized from within: Modernity and Modern Anti-Imperial Iranian Intellectual Gharbzadegi and the Roots of Mental Wretchedness ", Asian * R. Mottahedeh. The Mantle of the Prophet: Religion and Politics in Iran. Oxford: One World, 2000.
  1. Sena Karasipahi, Muslims in Modern Turkey: Kemalism, Modernism and the Revolt of the Islamic Intellectuals, I.B.Tauris (2008), p. 177
  2. William O. Beeman, The Great Satan Vs. the Mad Mullahs: How the United States and Iran Demonize Each Other, University of Chicago Press (2008), p. 181
  3. Hendelman-Baavur, Liora, "The Odyssey of Jalal Al-Ahmad's Gharbzadegi - Five Decades After," in Kamran Talattof ed., Persian Language, Literature and Culture: New Leaves, Fresh Looks (London and NY: Routledge, 2015), pp. 258-286. ISBN 9781138826212
  4. Frye, Richard Nelson (2005). Greater Iran: A 20th-century Odyssey. University of Michigan. p. 103. ISBN 9781568592893.
  5. Jalal Al-e Ahmad, Occidentosis: A Plague From the West, Mizan Press (1984), p. 25
  6. Dr Stephanie Cronin, Reformers and Revolutionaries in Modern Iran: New Perspectives on the Iranian Left, Routledge (2013), p. 269
  7. "Message to the Pilgrims" (Message sent to Iranian pilgrims on Hajj in Saudi Arabia from Khomeini in exile in Najaf) February 6, 1971, Islam and Revolution: Writings and Declarations of Imam Khomeini, (1981), p.195
  8. Hendelman-Baavur, Liora, "The Odyssey of Jalal Al-Ahmad's Gharbzadegi - Five Decades After," in Kamran Talattof ed., Persian Language, Literature and Culture: New Leaves, Fresh Looks (London and NY: Routledge, 2015), pp. 258-286. ISBN 9781138826212
  9. Frye, Richard Nelson (2005). Greater Iran: A 20th-century Odyssey. University of Michigan. p. 103. ISBN 9781568592893.
  10. J. W. Clinton. "ĀL-E AḤMAD, JALĀL". Encyclopædia Iranica. Retrieved 11 September 2016.