ანდრე ჟიდი
ანდრე პოლ გიიომ ჟიდი (ფრანგ. André Gide; დ. 22 თებერვალი, 1869, პარიზი — გ. 19 თებერვალი, 1951, იქვე) — ფრანგი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1947).
ბიოგრაფია
რედაქტირებაანდრე ჟიდის მამა სამართლის მასწავლებელი იყო, დედა კი შეძლებული ბურჟუაზიული ოჯახიდან იყო. ჟიდის მშობლები პროტესტანტები იყვნენ და ანდრეს პურიტანულად ზრდიდნენ. ჟიდს მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ და დეიდებმა აღზარდეს.
მეგობრობდა პოლ ვალერთან და მარსელ დრიონთან. 1891 წელს შექმნა პირველი ნაწარმოები „ანდრე ვალტერის დღიურები“, რომელიც მის დეიდაშვილსა და შეყვარებულს, მადლენ რონდოს მიუძღვნა. 1892 წელს დაწერა „ანდრე ვალტერის ლექსები“. 1895 წელს ჟიდი და რონდო დაქორწინდნენ.
ჟიდის ადრეული ნაწარმოებები სიმბოლისტური იყო. მაგრამ 1893 წელს მისმა მოგზაურობამ ჩრდილოეთ აფრიკაში შეცვალა ჟიდის დამოკიდებულება ხელოვნებისადმი და 1895 წელს დაწერა რომანი „ჭაობები“ იმის შესახებ, თუ როგორ წერს მწერალი რომანს. ეს ნაწარმოები ფრანგული ლიტერატურული მოდერნიზმის ნიმუშია. ჟიდის შემდეგი რომანი იყო „მიწიერი კერპები“ (1897 წ.). რომანმა დიდი გავლენა მოახდინა შემდეგი თაობის ფრანგ მწერლებზე, მათ შორის ალბერ კამიუზე. ჟიდის შემდეგი ნაწარმოებები იყო „საული“, „ცუდად მიჯაჭვული პრომეთე“ და „იმორალისტი“. პროზის პარალელურად ჟიდი ესსეებსაც წერდა და 1903 და 1911 წლებში ესეების ორი კრებული გამოსცა.
1909 წელს ჟიდმა და მისმა თანამოაზრეებმა დააარსეს „ახალი ფრანგული ჟურნალი“, რომელთანაც ჟიდი 40-იან წლებამდე აქტიურად თანამშრომლობდა და რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფრანგულ ჟურნალად იქცა.
1925 წელს ჟიდმა გამოსცა რომანი „ყალბი ფულის მჭრელები“. რომანის მთავარ გმირს, ედუარდს ბევრი საერთო აქვს ჟიდთან, ის აგრეთვე მწერალია და წერს რომანს „ყალბი ფულის მჭრელები“. რომანში რამდენიმე სიუჟეტური ხაზი ვითარდება. ჟიდმა მკითხველისთვის ნაწარმოების უკეთ გასაგებად 1926 წელს გამოსცა „ყალბი ფულის მჭრელების დღიური“, სადაც რომანის განმარტებებია მოცემული.
ჟიდი არ ინტერესდებოდა სოციალური და პოლიტიკური თემატიკით. მიუხედავად ამისა, აფრიკაში მეორე მოგზაურობის შემდეგ მან დაწერა სოციალური თემატიკის მქონე „მოგზაურობა კონგოში“ (1927) და „ჩადიდან დაბრუნება“ (1928), აგრეთვე ქალთა საკითხებისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები „ქალთა სკოლა“ (1929), „რობერი“ (1930), „ჟენევიევი“ (1936). 30-იანი წლებიდან ჟიდი კომუნიზმმა გაიტაცა და 1936 წელს საბჭოთა კავშირს ეწვია. იმყოფებოდა საქართველოშიც. იმავე წელს გამოაქვეყნა წიგნი „საბჭოთა კავშირიდან დაბრუნება“ და ამით დასრულდა ჟიდის გატაცება კომუნიზმით.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჟიდი ტუნისში ცხოვრობდა. იქვე დაწერა მისი უკანასკნელი დიდი ნაწარმოები „თეზევსი“. 1947 წელს მას ნობელის პრემია მიანიჭეს. გარდაიცვალა 1951 წელს, პარიზში. ქართულად ანდრე ჟიდის სამი ნაწარმოებია თარგმნილი: „ხელოვნების საზღვრები“ (1901) „ვიწრო კარიბჭე“ (1909) და ყალბი ფულის მჭრელები“ (1925)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118539124 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 6.0 6.1 IMSLP — 2006.
- ↑ 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 8.0 8.1 Discogs — 2000.
- ↑ nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ Béhar H. Gide, André // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T032134
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ GeneaStar
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ 16.0 16.1 16.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 17.0 17.1 17.2 17.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Munzinger Personen
- ↑ https://www.landrucimetieres.fr/spip/spip.php?article293
- ↑ রবীন্দ্রনাথ ঠাকুর গীতাঞ্জলি — 1908.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1947/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ Les "douze meilleurs romans français du demi-siècle" / J. Fenoglio — Paris: Société éditrice du Monde, 1950. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694