ოსია აღმსარებელი

ოსია აღმსარებელიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 27 აგვისტო, ახალი სტილით - 9 სექტემბერი.

ოსია აღმსარებელი

ცხოვრებარედაქტირება

წმინდა ოსია აღმსარებელი IV საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი სამოცზე მეტი წლის განმავლობაში წინამძღვრობდა კორდობის (ესპანეთი) ეკლესიას. იმპერატორი კონსტანტინე დიდი (306-337) დიდ პატივს სცემდა მას და თავის უახლოეს მრჩევლადაც გაიხადა. სწორედ ოსიას რჩევით მოიწვია მან ნიკეის I მსოფლიო კრება 325 წელს. წმინდა მამა ამ კრების ყოველი დადგენილების ქვეშ პირველი აწერდა ხელს. 347 წელს იგი თავმჯდომარეობდა სარდის ადგილობრივ კრებას. წმინდა კონსტანტინე დიდის მიცვალების შემდეგ ოსია მტკიცედ იცავდა მღვდელმთავარ ათანასე ალექსანდრიელს არიანელი იმპერატორის კონსტანციუსისაგან (337-361), რისთვისაც სირმიაში გაასახლეს. უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა 359 წელს, კორდობაში დაბრუნების შემდეგ.

ლიტერატურარედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.