ვიქტორ ორტა

ბელგიელი არქიტექტორი და დიზაინერი

ვიქტორ ორტა (ფრანგ. Victor Horta დ. 6 იანვარი, 1861 — გ. 8 სექტემბერი, 1947) — ბელგიელი არქიტექტორი და კონსტრუქტორი. როგორც მას ჯონ ნირვიჩი აღწერს, „ის იყო ფუძემდებელი ევროპული არტ-ნუვოს სტილისა". მართლაც, ორტას სახელი უმნიშვნელოვანესია არტ-ნუვოს არქიტექტურაში. 1892–1893 წლებში, ბრიუსელში მის მიერ აშენებული ჰოტელ-ტასელი ნიმუშია იმისა, რომ ის იყო პირველი, რომელმაც დეკორატიული ხელოვნება არქიტექტურაში შემოიტანა. ორტას ღრმა გავლენის ქვეშ მალევე მოექცა ფრანგი არქიტექტორი ექტორ გიმარდი, რომელმაც მისი სტილი საფრანგეთსა და დანარჩენ მსოფლიოში გაავრცელა. ძველი სტილის უარყოფითა და ახლის შემოტანით, ორტამ საფუძველი ჩაუყარა მოდერნისტულ არქიტექტურას.[11]

ვიქტორ ორტა
Victor Horta (cropped).jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 6 იანვარი 1861(1861-01-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] ან 6 მარტი 1861(1861-03-06)[8]
დაბ. ადგილი გენტი[1]
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი 1947(1947-09-08)[1] [3] [4] [5] [6] (86 წლის) ან 9 სექტემბერი 1947(1947-09-09)[8] (86 წლის)
გარდ. ადგილი ბრიუსელი[1]
დასაფლავებულია იქსელის სასაფლაო
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[9] , დიზაინერი და ქალაქთმშენებელი
მოქალაქეობა Flag of Belgium.svg ბელგია[10]
მიმართულება არტ-ნუვო
ალმა-მატერი Académie Royale des Beaux-Arts
მნიშვნელოვანი პროექტები ოტელ-ტასელი, ჰოტელ-სოლვაი, ჰოტელ-ვან-ეეტველდე, ორტას მუზეუმი, Centre for Fine Arts, Brussels და Maison du Peuple
ჯილდოები Officer of the Order of the Crown
ხელმოწერა Signature Victor Horta 1900.svg

1932 წელს, ბელგიის მეფე ალბერტ I-მა, არქიტექტურაში შეტანილი წვლილისთვის ორტას ბარონის ტიტული უბოძა. მის მიერ დაპროექტებული ოთხი შენობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ბიოგრაფიარედაქტირება

ორტა ბელგიის ქალაქ გენტში დაიბადა. პირველად იგი არქიტექტურამ მაშინ მიიზიდა, როდესაც ის ბიძამისს სახლის მშენებლობაშიეხმარებოდა. ორტას ბავშვობაში ძალიან უყვარდა და აინტერესებდა მუსიკა და 1873 წელს იგი მუსიკის თეორიის სასწავლებლად გენტის კონსერვატრიაში წავიდა, საიდანაც უდისციპლინობის გამო იგი გარიცხეს. ამის შემდეგ ორტა სასწავლებლად მიდის გენტის ხელოვნების სამეფო აკადემიაში, არქიტექტურის დეპარტამენტზე. 1878 წელს ორტა ჟიულ დებუისონთან სამუშაოდ პარიზში მიდის. საფრანგეთში არქიექტორთათვის ხელსაყრელი უამრავი სამუშაო ადგილი იყო.

1880 წელს, როდესც ორტას მამა გარდაიცვალა, ვიქტორი ბელგიაში დაბრუნდა და საცხოვრებლად ბრიუსელში გადავიდა. მას პირველ ცოლთან ორი შვილი შეეძინა. ამ დროისთვის იგი უკვე სწავლობდა ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიაში. ბრიუსელში ორტა დაუმეგობრდა პოლ ჰანკარს (ჰანკარი მოგვიანებით შეისწავლის არტ-ნუვოს). კარგად სწავლია გამო, მისი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩა, ვიქტორი პროფესორმა ალფონს ბალატმა („ბელგიის ლეოპოლდ II-ს“ ავტორი) ასისტენტად აიყვანა . ერთად მათ ააშენეს სამეფო ლეაკენის „მწვანე სახლები“.

კარიერარედაქტირება

1884 წელს ორტამ გრან პრი მოიგო ორ კატეგორიაში: როგორც საუკეთესო დამწყებმა არქიტექტორმა და საუკეთესო მოსწავლემ.

1885 წელს წელს ვიქტორ ორტა მარტო მუშაობდა და იმავე წელს სამი შენობა ააშენა. 1885 წელსვე გაწევრიანდა ბელგიის არქიტექრურის ცენტრალურ საზოგადოებაში. შემდეგ წლებში ვიქტორი რეგულარულად მონაწილეობდა სხვადასხვა შეჯიბრში და როგორც მისი კალიბრის არქიტექტორს შეეფერება, - ყველა ტურნირს იგებდა.

1892 წელს ორტა დაინიშნა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის არქიექტურის, დიზაინის და გრაფიკის დეპარტამენტის უფროსად. 1893 წელს გახდა არქიტექტურის პროფესორი. წოდება დატოვა 1911 წელს, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ავტორიტეტმა საგრძნობლად დაბლა დაიწია.

არტ-ნუვორედაქტირება

1892 წელს ჩატარებულ გამოფენაზე ორტამ პირველად წარუდგინა არტ-ნუვო ბელგიელ საზოგადოებას. ამ გამოფენის შემდეგ პროფესორმა ემილ ტასელმა ოორტას სახლის დიზაინი შეუკვეთა, სწორედ ამ დაკვეთის შედეგად შექმნა ორტამ შენობა, რომელსაც დამკვეთის პატივსაცემად დაარქვა ჰოტელ-ტასელი. ამ შენობაში ორტამ გამოყენა რკინა და მცენარეული ფორმები, მოგვიანებით აღწერილი, როგორც „ბიომორფული კისრის ხერხემალი“. მას შემდეგ ეს შენობა ითვლება არტ-ნუვოს პირველ გამოჩენად არქიტექტურაში.

ჰოტელ-ტასელის წარმატებით დასრულების შემდეგ ორტას გამოუჩნდა უამრავი კლიენტი და შეკვეთები მთელ ბრიუსელში. თავისი ახალი არქიტექტურული სტილის წყალობით ორტამ ააშენა ჰოტელ-სოლვაი (1895–1900) და საკუთარი რეზიდენცია (1898). ვიქტორმა ამ შენობების ინტერიერშიც რკინა და ქვა გამოიყენა. 1894 წელს, ორტა ბელგიის არქიტექტურის ცენტრალური საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. 1895 წლიდან 1899 წლამდე მან თავისი დიზაინით შექმნა „მეზონ-დი-პოპლ“ (ხალხის სახლი).

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Володина Т. И. Орта Виктор // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Victor Horta
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Biographie Nationale de Belgique / Académie royale des sciences, des lettres et des beaux-arts de BelgiqueBXL: 1866.
  7. StructuraeRatingen: 1998.
  8. 8.0 8.1 Find a Grave — 1995.
  9. Union List of Artist Names — 2010.
  10. LIBRIS — 2012.
  11. Victor Horta GreatBuildings.com