ბელგიის სამეფო აკადემია
ბელგიის სამეფო აკადემია მეცნიერების, ლიტერატურისა და ნატიფი ხელოვნებისა (Académie Royale des Sciences, des Lettres et des Beaux-Arts de Belgique), ბელგიის ცენტრალური სამეცნიერო დაწესებულება. დაარსდა 1772 წელს (ბრიუსელი). აქვს 10 სექცია (1969): მათ შორის მათემატიკისა და ფიზიკის მეცნიერებათა, ისტორიისა და ლიტერატურის, მორალისა და პოლიტიკის მეცნიერებათა, ფერწერის, ქანდაკების, გრავიურის, არქიტექტურის, მუსიკის ისტორიისა და კრიტიკის. ბელგიის სამეფო აკადემიის შემადგენლობაში 86 წევრია და 36 წევრ-კორესპონდენტი, ბიბლიოთეკა (400 ათასი ტომი). პუბლიკაციებია „Bulletin“ (1832 წლიდან), „Memoires“ (1779 წლიდან), „Annuaire“ (1835 წლიდან).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 280.