ჰოტელ-სოლვაი — ბელგიელი არქიტექტორის, ვიქტორ ორტას მიერ დაპროექტებული ქალაქური სახლი ბრიუსელში, ლუისის გამზირზე. სახლის დამკვეთი იყო არმანდ სოლვაი — მდიდარი ბელგიელი ქიმიკოსისა და მეწარმის, ერნესტ სოლვაის ვაჟი. პატრონის სიმდიდრიდან გამომდინარე, ორტამ მშენებლობაში ძვირფასი მასალები და დეტალები გამოიყენა. მანვე დაგეგმა სახლის თითოეული დეტალი: ავეჯი, ხალიჩები, განათების აპარატურა, მაგიდები და კარის ზანზალაკებიც კი. ოსტატი იყენებდა ძვირფას მარმარილოს, ბრინჯაოს, ტროპიკული ხეების მასალას და ა.შ. კიბეების დეკორირების საქმეში, მან შემოიამხანაგა პუანტილისტი მხატვარი ტეო ვან რეისენბერგე.

არქიტექტორ ვიქტორ ორტას ქალაქური სახლები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ბელგიის დროშა ბელგია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 50°49′34″ ჩ. გ. 4°21′55″ ა. გ. / 50.82611° ჩ. გ. 4.36528° ა. გ. / 50.82611; 4.36528
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 1005
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1005
ინგლ.რუს.ფრ.

ჰოტელ-სოლვაის დიდებული სახლის შენარჩუნება-შენახვა ვიტამერების ოჯახის დამსახურებაა, რომლებმაც ის 1950-იან წლებში მიიღეს. მათ საცხოვრებლის დაცვისთვის ძალ-ღონე არ დაუშურებიათ. სახლი დღემდე კერძო მფლობელობაში რჩება და მისი მონხაულება მხოლოდ პირადი შეთანხმებისა და მკაცრი პირობების დაცვის შემდეგაა შესაძლებელი. 2000 წელს, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება