ისლამაბადის ფედერალური ტერიტორია

ისლამაბადის ფედერალური ტერიტორია (ურდუ وفاقی دارالحکومت) — პაკისტანის ორი ფედერალური ტერიტორიიდან ერთ-ერთი. მოიცავს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადს და მის გარშემო ტერიტორიას. მთლიანობაში 1165,5 კმ²-ს, საიდანაც 906 კმ² წარმოადგენს უშუალოდ ქალაქს. ეროვნულ ასამბლეაში ორი წარმოამადგენელი ჰყავს.

პროვინცია
ისლამაბადის ფედერალური ტერიტორია
ურდუ وفاقی دارالحکومت
ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
ადმ. ცენტრი ისლამაბადი
კოორდინატები 33°44′15″ ჩ. გ. 73°08′51″ ა. გ. / 33.73750° ჩ. გ. 73.14750° ა. გ. / 33.73750; 73.14750
დაარსდა 1960
ფართობი 1165,50 კმ²
მოსახლეობა 2 851 868 კაცი (2017[1])
სიმჭიდროვე 1269,98 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი Pakistan Standard Time
საფოსტო ინდექსი 44000
ოფიციალური საიტი islamabad.gov.pk

ისტორია რედაქტირება

1960 წელს პენჯაბის პროვინციის რავალპლინდის ოლქის ფედერალურ მთავრობას ახალი დედაქალაქის ასაშენებლად გადაეცა. 1960 წლის გეგმით ტერიტორია მოიცავდა ქალაქ რავალპინდს და შედფგებოდა შემდეგი ნაწილებისგან:

  • რავალპინდი, 259 კვ.კმ.
  • ისლამაბადის საკუთრება (ინსტიტუციური ტერიტორიების ჩათვლით), 220,15 კვ.კმ.
  • ისლამაბადი (მარგალას) პარკი, 220,15 კვ.კმ.
  • ისლამაბადის შემოგარენი, 446,20 კვ.კმ.

1980-იანებში ქალაქი რავალპინდი ამოიღეს გეგმიდან. დარჩენილი ტერიტორია დღეისთვის იყოფა 5 ზონად. ერთმანეთისგან გამოყოფილია საცხოვრებელი, ინდუსტრიული და სამთავრობო ინსტიტუტების ზონები.

პენჯაბის პროვინცია მდებარეობს სამხრეთით, ხოლო ხაიბერ-პახტუნხვა ჩრდილოეთით.

კლიმატი რედაქტირება

ისლამაბადში არის ტენიანი სუბ-ტროპიკული კლიმატი. რეგიონში არის ხუთი გამოკვეთილი სეზონი: ზამთარი (ნოემბერი - თებერვალი), გაზაფხული (მარტი - აპრილი), მუსონების სეზონი (მაისი - ივნისი), შემოდგომა (სექტემბერი - ოქტომბერი). ყველაზე ცხელი თვე ივნისია, როდესაც საშუალო ტემპერატურა 38 გრადუსს აჭარბებს. ყველაზე ტენიანი ივლისია, ხშირი წვიმებით და ჭექა-ქუხილით. ყველაზე დიდი რაოდენობით ნალექი - 743,3 მილიმეტრი დაფიქსირდა 1995 წლის ივლისში.[3] ყველაზე ცივი იანვარია, ზამთარში ძირითადად თოვლი არ მოდის და ხასიათდება ნისლიანი ამინდით. ტემპერატურა წლის განმავლობაში 13 °C (იანვარი) - 38 °C (ივნისი) ფარგლებში მერყეობს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 46.6 °C, 2005 წლის 23 ივნისს დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი − (მინუს) 6 °C, 1967 წლის 17 იანვარს.[4][5]

ისლამაბადის მიკროკლიმატზე გავლენას ახდენენ ტბა რავალი და დამბები სიმლი და ხანპური. ხანპურის დამბა მდებარეობს მდინარე ჰაროს ხეობაში ისლამაბადიდან 40 კილომეტრის დაშორებით. სიმლის დამბა მდებარეობს ისლამაბადიდან ჩრდილოეთით 30 კილომეტრში. ტერიტორიაზე მდებარეობს 89 ჰექტარი ფართობის მარგალა-ჰილსის ეროვნული პარკი.[6] ისლამაბადის გზატკეცილის გაყოლებით 440 ჰექტარზე განლაგებულია ლოი-ბერის ტყე.

ეკონომიკა რედაქტირება

 
ისლამაბადის საფონდო ბირჟის შენობა

ისლამაბადი პაკისტანის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. მაშინ როდესაც იქ ქვეყნის მოსახლეობის 0,8 % ცხოვროს, მისი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 1 %-ია.[7] 1989 წელს დაარსებული ისლამაბადის საფონდო ბირჟა პაკისტანის სიდიდით მესამეა კარაჩის და ლაჰორის საფონდო ბირჟების შემდეგ.[8] ბირჟას 118 წევრი ჰყავს, მათ შორის 104 იურიდიული და 14 ფიზიკური პირი. ბირჟის დღიური ბრუნვა საშუალოდ 1 მილიონი აქციაა. 2012 წლის მონაცემებით ქვეყნის საგადასახადო შემოსავლების 20 პროცენტი ისლამაბადზე მოდიოდა.[9] ისლამაბადში განვითარებულია საინფორმაციო ტექნოლოგიები. ფუნქციონირებს ორი სამეცნიერო პარკი, სადაც როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური ტექნოლოგიური და საინფორმაციო კომპანებუი საქმიანობენ.

განათლება რედაქტირება

ისლამაბადს, პაკისტანის მასშტაბით წიგნიერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს - 95 %.[10] აქაა განთავსებული პაკისტანის უდიდესი უნივერსიტეტებიც, როგორიცაა: ქაიდ-ი-აზამის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ისლამური უნივერსიტეტი, მეცნიერების და ტექნოლოგიის ეროვნული უნივერსიტეტი და პაკისტანის გამოყენებითი მეცნიერების და საინჟინრო ინსტიტუტი.

სპორტი რედაქტირება

ისლამაბად იუნაიტედი პირველი გუნდია რომელმაც 2016 წელს დაფუძნებულ პაკისტანის სუპერ ლიგის პირველ ჩემპიონატში მოიგო. გუნდი ასევე მონაწილეობს პაკისტანის თასის გათამაშებაში.[11]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The News International: Latest News Breaking, Pakistan News. thenews.com.pk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 24 February 2016.
  2. Chief-Commissioner - ICTA. ictadministration.gov.pk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 6 September 2016.
  3. Climate Records: Islamabad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 January 2012. ციტირების თარიღი: 14 January 2012.
  4. Internet Archive Wayback Machine. Web.archive.org (13 June 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 June 2010. ციტირების თარიღი: 15 January 2012.
  5. Average Conditions, Islamabad, Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი 2006. ციტირების თარიღი: 25 September 2009.
  6. Urban growth monitoring along Islamabad Highway. GIS Development.
  7. Pakistan | Economics and extremism. Dawn (5 January 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 January 2010. ციტირების თარიღი: 2 June 2010.
  8. Pakistan Stock Exchanges. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-28. ციტირების თარიღი: 2017-11-22.
  9. Rs 371bn revenue target: FBR hails LTU Islamabad's performance. Business Recorder (5 July 2012). ციტირების თარიღი: 9 July 2012.
  10. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 November 2010. ციტირების თარიღი: 2010-09-28.
  11. ARY Digital Network President Salman Iqbal congratulates Islamabad United over winning PSL. arynews.tv. ციტირების თარიღი: 24 February 2016.