გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ECOSOC) — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანო, რომელიც გენერალური ასამბლეის ზედამხედველობის ქვეშ ახორციელებს გაეროსა და მისი სხვა ინსტიტუტების ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის კოორდინაციას. უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს ანგარიშები საერთაშორისო საკითხებზე ეკონომიკის, სოციალურ ურთიერთობათა, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანთა უფლებების, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში, მისცეს რეკომენდაციები გენერალურ ასამბლეას, მის წევრებს, გაეროს სპეციალიზებულ დაწესებულებებს, კოორდინაცია გაუწიოს მათ საქმიანობას, გააფორმოს ხელშეკრულებები (რომლებიც მტკიცდება გენერალური ასამბლეის მიერ), მიიღოს მათგან ანგარიშები, წარუდგინოს უშიშროების საბჭოს შესაბამისი ინფორმაცია. საბჭოს სესიები, როგორც წესი, ტარდება წელიწადში ორჯერ. იგი შედგება გენერალური ასამბლეის მიერ არჩეული გაეროს 54 წევრისაგან.[1] ყოველწლიურად ხდება წევრთა 1/3-ის გადარჩევა. საბჭოს აქვს რეგიონული კომისიები.

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს პალატა ნიუ-იორკში.

საბჭოს ფუნქციები რედაქტირება

საბჭო ანგარიშვალდებულია გენერალური ასამბლეის წინაშე ბევრი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითზე, რომლებიც მოიცავს ადამიანის უფლებებს, კულტურას, სიღარიბეს, მეცნიერებას, ნარკოტიკების გადაზიდვას და ა. შ. ასევე ატარებს კვლევებს და ამზადებს ანგარიშებს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე და მიიჩნევა ამ ორ დარგში სტატისტიკური მონაცემების ლიდერად. გარდა კვლევისა და ანგარიშებისა, საბჭოს ეკისრება საკოორდინაციო ფუნქციაც. ის ზედამხედველობს გაეროს 14 სპეციალიზებულ სააგენტოს, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, და გაეროს არაერთ პროგრამასა და ფონდს (მსოფლიო კვების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა).[2]

საბჭო წარმოადგენს საერთაშორისო ეკონომიკური და სოციალური საკითხების განხილვის და ამ სფეროებში არსებული პრობლემების მოგვარების გზების ძიების მთავარ ფორუმს. მისი მიზანია ცხოვრების მაღალი დონის შექმნა, სრული დასაქმებისა და სოციალური პროგრესის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემისა და დაცვის წახალისება.[3]

საბჭოს წევრები და არჩევის წესი რედაქტირება

ვადა აფრიკის ქვეყნები (14) აზია-წყნარი ოკეანის
ქვეყნები (11)
აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნები (6)
ლათინური ამერიკა და
კარიბის ქვეყნები (10)
დასავლეთი ევროპა და
სხვა ქვეყნები (13)
2023 – 2025   ბოტსვანა
  კაბო-ვერდე
  კამერუნი
  ეკვატორული გვინეა
  ჩინეთი
  ლაოსი
  კატარი
  სამხრეთ კორეა
  სლოვაკეთი
  სლოვენია
  ბრაზილია
  კოლუმბია
  კოსტა-რიკა
  დანია
  საბერძნეთი
  ახალი ზელანდია
  შვედეთი
2022 – 2024[4]   კოტ-დ’ივუარი
  ტუნისი
  ტანზანია
  ესვატინი
  მავრიკი
  ავღანეთი [ა] [ბ][5]
  ინდოეთი
  ომანი
  ყაზახეთი
  ხორვატია
  ჩეხეთი
  ბელიზი
  ჩილე
  პერუ
  ბელგია
  იტალია
  კანადა
  აშშ
2021 – 2023[6]   ლიბერია
  ლიბია
  მადაგასკარი
  ნიგერია
  ზიმბაბვე
  ინდონეზია
  იაპონია
  სოლომონის კუნძულები
  ბულგარეთი   არგენტინა
  ბოლივია
  გვატემალა
  მექსიკა
  ავსტრია
  საფრანგეთი
  ისრაელი
  პორტუგალია
  გაერთიანებული სამეფო

საბჭო გაეროს ქარტიამ 1945 წელს დააფუძნა და თავდაპირველად მასში 18 წევრი იყო. თუმცა, 1965 და 1974 წლებში დოკუმენტში ცვლილებები შევიდა, რამაც სახელმწიფოების რაოდენობა 54-მდე გაზარდა. ამ ორგანოს წევრობა გადანაწილებულია გეოგრაფიულად: 14 ადგილი ეკუთვნის აფრიკის კონტინენტს, 11 — აზიას, 6 — აღმოსავლეთ ევროპას, 10 — ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზის ქვეყნებს, 13 — დასავლეთ ევროპასა და სხვა რეგიონებს.[7]

გენერალური ასამბლეა საბჭოს წევრ სახელმწიფოებს 3 წლის ვადით ირჩევს. გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.[8]

პრეზიდენტი რედაქტირება

ყოველ წლის პირველი შეხვედრის დროს საბჭო ირჩევს პრეზიდენტს და 4 ვიცე-პრეზიდენტს, რომელთაც თავის მხრივ უნდა ჩამოაყალიბონ ბიურო. პრეზიდენტის რეკომენდაციით საბჭო თითოეულ ვიცე-პრეზიდენტს განუსაზღვრავს სპეციალურ პასუხისმგებლობებს. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს პრეზიდენტი ვერ ესწრება შეხვედრას, მანდ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი უნდა დანიშნოს მის მოვალეობის შემსრულებლად. პრეზიდენტის მოვალეობებია შეხვედრების თავჯდომარეობა, დისკუსიების ორგანიზება, ამ მიზნით ინიციატივების გამოჩენა და საბჭოსთვის წარდგენა და საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსენსუსის ხელშეწყობა. რაც შეეხება ბიუროს, მისი მთავარი ფუნქციები მოიცავს დღის წესრიგის წარდგენას, სამუშაო პროგრამის შედგენას და გაეროს სამდივნოსთან მხარდაჭერით სესიის ორგანიზება.[9]

საბჭოს სამუშაო პროცესი რედაქტირება

საბჭო წლის მანძილზე ატარებს რამდენიმე მოკლე სესიას, სპეციალური მიზნისთვის განკუთვნილ შეხვედრებს, მრგვალ მაგიდებს და პანელურ დისკუსიებს დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილებით ოთხკვირიანი მთავარი სესიის მოსამზადებლად, რომელიც ივლისში იმართება. აღნიშნული სესია 5 სეგმენტადაა დაყოფილი, რაც მოიცავს მაღალი დონის, საკოორდინაციო, საოპერაციო აქტივობების, ჰუმანიტარული საქმეებისა და ზოგად სეგმენტებს. ამასთანავე, საბჭოს საქმიანობა ხორციელდება დახმარე ორგანოების მეშვეობით, რომლებიც მოიცავს ფუნქციურ და რეგიონულ კომისიებს.

მაღალი დონის შეხვედრები რედაქტირება

მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი განიხილავს მდგრადი განვითარების ვალდებულებების შესრულების პროგრესს და პოლიტიკურ ლიდერებს სთავაზობს რეკომენდაციებსა და მითითებებს ამ მიმართულებით. აღნიშნული ფორუმი ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ფარგლებში ყოველ წელს იმართება და გრძელდება 8 დღე, რაც ასევე მოიცავს 3 დღიან მინისტერიალს. თუმცა, გარდა აღნიშნული ფორმატისა, 4 წელიწადში ერთხელ გენერალურ ასამბლეაში იმართება შეხვედრები სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურთა დონეზე.[10]

განვითარებისათვის თანამშრომლობის ფორუმი განიხილავს უახლეს ტენდენციებსა და პროგრესს საერთაშორისო განვითარებაზე თანამშრომლობის მიმართულებით და ხელს უწყობს სხვადასხვა აქტორისა და აქტივობის კოორდინაციას. ფორუმზე ერთად იკრიბებიან მინისტრები და უფროსი ექსპერტები განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბანკების, კერძო სექტორისა და საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლები.[11]

დაქვემდებარებული ორგანოები რედაქტირება

ფუნქციური კომისიები რედაქტირება

სტატისტიკის კომისია1947 წელს დაფუძნებული გლობალური სტატისტიკური სისტემის უმაღლესი ორგანო, რომელიც აერთიანებს წევრი სახელმწიფოების მთავარ სტატისტიკოსებს. კომისია საბჭოს ეხმარება ეროვნული სტატისტიკების განვითარების ხელშეწყობაში, სპეციალიზებული სააგენტოების სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაციაში, სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვების, ანალიზისა და გავრცელების ეტაპზე გაეროს ორგანოებისათვის მხარდაჭერაში.[12]

მოსახლეობისა და განვითარების კომისია — საბჭოსთვის ახორციელებს კვლევებსა და გასცემს რჩევებს მოსახლეობისა და მასთან დაკავშირებულ განვითარების პოლიტიკასა და პროგრამებზე, მოსახლეობისა და განვითარების სტრატეგიების ინტეგრირებაზე და სხვ. ამასთანავე, კომისია ახორციელებს მოსახლეობასა და განვითარებაზე საერთაშორისო კონფერენციის აქტივობების პროგრამის მონიტორინგს, განხილვასა და შეფასებას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე.[13]

სოციალური განვითარების კომისიაკოპენჰაგენში ჩატარებული სოციალური განვითარების სამიტის შემდეგ, კომისია არის კოპენჰაგენის დეკლარაციის და აქტივობათა პროგრამის განხორციელების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო.[14]

კომისია ქალთა სტატუსის შესახებ — მთავარი გლობალური მთავრობათაშორისი ორგანო, რომელიც გენდერულ თანასწორობის ხელშეწყობასა და ქალთა გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ის პასუხისმგებელია ასევე ქალთა უფლებების განვითარებაზე და გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისათვის საჭირო გლობალური სტანდარტების ჩამოყალიბებაზე.[15]

ნარკოტიკების კომისია — შეიქმნა 1946 წელს იმ მიზნით, რომ დახმარებოდა საბჭოს საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის თაობაზე არსებული შეთანხმებების ზედამხედველობაში. დღეს კომისია შეისწავლის და განიხილავს მსოფლიოში არსებულ სიტუაციას ნარკოტიკების მიმართულებით და ამ სიტუაციაში სამ ერთმანთთან დაკავშირებულ საკითხს: ნარკოტიკების არასწორი გამოყენების თავიდან აცილება, ნარკოდამოკიდეული პირების რეაბილიტაცია და უკანონო ნარკოტიკებით ვაჭრობას.[16]

დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის კომისია — კომისია ვალდებულია, გააუმჯობესოს საერთაშორისო ქმედებები ეროვნული და ტრანსეროვნული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად და გაზარდოს სისხლის სამართლის მართვის სისტემების ეფექტიანობა და სამართლიანობა. ასევე, ის წარმოადგენს გაეროს წევრ სახელმწიფოთათვის გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლის ფორუმს იმ მიზნით, რომ განვითარდეს ეროვნული და საერთასორისო სტრატეგიები და განისაზღვროს დანაშაულთან ბრძოლის პრიორიტეტები.[17]

რეგიონული კომისიები რედაქტირება

აფრიკის ეკონომიკური კომისია — მისი მანდატი მოიცავს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას წევრი სახელმწიფოებისათვის, შიდარეგიონული ინტეგრაციის გაზრდას და აფრიკის განვითარებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კომისია — წარმოადგენს გაეროს რეგიონულ ჰაბს, რომელიც ორიენტირებულია ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მიღწევაზე რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებით. კომისია სახელმწიფოებს სთავაზობს ანალიტიკურ მასალებს, რომლებიც ეხება რეგიონის ცვალებად დინამიკას ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხებზე. ის ასევე წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოებს და სთავაზობს სახელმწიფოებს შესაძლებლობების გაძლიერებას და ტექნიკურ დახმარებას.

ევროპის ეკონომიკური კომისია — ხელს უწყობს პან-ევროპულ ეკონომიკურ ინტეგრაციას, მდგრად განვითარებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას პოლიტიკური დიალოგის, ნორმებისა და რეგულაციების შემუშავების, ეკონომიკური და ტექნიკური გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და გამოყენების გზით.

ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების ეკონომიკური საბჭო — მისი მიზანია რეგიონის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადი განვითარება განგრძობადი საერთაშორისო თანამშრომლობით. საბჭო ახორციელებს ყოვლისმომცველ განვითარების პროცესის კვლევასა და ანალიზს და წარმოადგენს შესაბამის ნორმატიულ, ოპერაციულ და ტექნიკური თანამშრომლობის სერვისს რეგიონის განვითარების მხარდასაჭერად.[18]

დასავლეთ აზიის ეკონომიკური და სოციალური კომისია — მისი ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს დასავლეთ აზიაში ჩართულობის გაზრდას და სხვა რეგიონებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას, წევრი ქვეყნების საჭიროებებისა და არსებული გარემოებების შესახებ გლობალური ცნობიერების გაზრდას და გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების წახალისებას.[19]

ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან რედაქტირება

გაეროს ქარტიის 71-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია კომპეტენტურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების წარმოება. შეთანხმება კონსულტაციების თაობაზე შესაძლოა მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ან, სადაც შესაძლებელია, ეროვნულ ორგანიზაციებთან შესაბამის წევრ ქვეყანასთან შეთანხმების შემდეგ.

გაერო არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამი გზით თანამშრომლობს: საკონსულტაციო სტატუსი ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან, ასოცირებული სტატუსი საჯარო ინფორმაციის დეპარტამენტთან და არასამთავრობო სამეკავშირეო სამსახურის წევრობა. თუმცა, მიიჩნევა, რომ ჩამოთვლილი სამი ურთიერთობის ფორმიდან ეკონომიკური და სოციალური საბჭო მიიჩნევა ოფიციალური აღიარების ყველაზე მაღალ დონედ, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს უწევთ გაიარონ ფორმალური სააპლიკაციო პროცესი და შემოწმდნენ გაეროს მიერ. საბჭოსთან აღნიშნული ორგანიზაციების თანამშრომლობა ფართოდ აღიარებული სქემაა გაეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობების რეგულირებისათვის.

ზემოაღნიშნული ორგანიზაციების საკონსულტაციო სტატუსის 3 კატეგორიად იყოფა: ზოგადი კატეგორიის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოიცავს მრავალი მიზნისა და აქტივობის მქონდე ორგანოებს; სპეციალური კატეგორიის ორგანიზაციები, რომლებიც საბჭოს კონკრეტულ საქმიანობებზე არიან სპეციალიზებულნი და ბოლოს ის ორგანიზაციები, რომლებიც პერიოდულად ინტერესდებიან გაეროს აქტივობებით.[20]

საბჭო და მშვიდობის მშენებლობა რედაქტირება

გარდა ზემოთჩამოთვლილი ფუნქციებისა, ეკონომიკური და სოციალური საბჭო აქტიურად არის ჩართული ისეთი მექანიზმების შექმნაში, რომლებიც ეხმარება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქვეყნების პრობლემების მოგვარებას და ადამიანის უსაფრთხოების გაუარესების თავიდან ასაცილებლად. ამ მიზნით საბჭო აქტიურად თანამშრომლობს მშვიდობის მშენებლობის კომისიასთან. ამ ორ ორგანოს შორის სამართლებრივი ურთიერთობების საფუძველია რეზოლუცია 60/180 და 61/16. ეს უკანასკნელი რეზოლუცია აღნიშნავს საბჭოსა და კომისიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას კონფლიქტის შემდგომი აღდგენის, რეინტეგრაციისა და რეკონსტრუქციის პროცესში, რაც, თავის მხრივ, მდგრადი განვითარების საწინდარია. რეზოლუცია 61/16 ხაზს ასევე უსვამს საბჭოს გამოცდილებას მშვიდობის მშენებლობის საქმეში და მოუწოდებს კომისიას, მიიღოს სარგებელი ამ გამოცდილებით.[21]

ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 7 წევრი წარმოდგენილია მშვიდობის მშენებლობის კომისიის საორგანიზაციო კომიტეტში და საბჭოს შეუძლია დაიწყოს მოქმედება კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.[22]

2002 წელს საბჭომ სპეციალური მიზნით შექმნა საკონსულტაციო ჯგუფები, რათა ხელი შეეწყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქვეყნებისათვის გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამების შექმნისათვის. თავდაპირველად შეიქმნა გვინეა-ბისაუსა და ბურუნდის, მოგვიანებით კი ჰაიტის ჯგუფები. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფების მანდატი მთლიანად მშვიდობის მშენებლობის კომისიამ შეითავსა, საბჭო დიდი ხნის მანძილზე ამზადებდა ჰაიტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიას სოციო-ეკონომიკური აღდგენისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.[23]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

შენიშვნები რედაქტირება

  1. გაერო ამჟამად ცნობს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას ავღანეთის მთავრობად დე ფაქტო მმართველი მთავრობის, ავღანეთის ისლამური ემირატის ნაცვლად.
  2. გაერო ამჟამად არ ცნობს ავღანეთის მმართველ თალიბანის მთავრობას, რომელსაც უარი ეთქვა გაეროში წარმომადგენლობაზე 2021 წლის დეკემბერში.

სქოლიო რედაქტირება

  1. High-Level Political Forum 2020 (HLPF 2020) .:. Sustainable Development Knowledge Platform. ციტირების თარიღი: 2020-01-27
  2. Kirsten Nakjavani Bookmiller Global Organizations: The United Nations (New York, Infobase Publishing, 2008), p. 68-69
  3. United Nations: An Introduction (Economic and Social Council)
  4. Announcement of 22 new members for 2022 term.
  5. Gladstone, Rick (2021-12-01). „U.N. Seats Denied, for Now, to Afghanistan's Taliban and Myanmar's Junta“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-28. ციტირების თარიღი: 2022-04-07.
  6. „Turkish diplomat elected President of historic 75th UN General Assembly“. UN News. New York. 17 June 2020. ციტირების თარიღი: 20 June 2020.
  7. Economic and Social Council
  8. Jussi M. Hanhimaki the United Nations: A Very Short Introduction (New York, Oxford University Press, Inc., 2003), p. 41
  9. Mu Xuequan. (27 July 2018) UN ECOSOC Elects New President. Xinhua News Agency. ციტირების თარიღი: 25 February 2019
  10. High Level Political Forum on Sustainable Development
  11. United Nations Economic and Social Council: Development Cooperation Forum
  12. United Nations Statistical Commission
  13. Commission on Population and Development
  14. Commission for Social Development (CSocD)
  15. Commission on the Status of Women
  16. The Commission on Narcotic Drugs (CND)
  17. The Commission on Crime Prevention and Criminal Justice (CCPCJ)
  18. United Nations Economic Commission for Latin America and the Caribbean
  19. United Nations Economic and Social Commission for Western Asia
  20. Economic and Social Council
  21. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 61/16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-19. ციტირების თარიღი: 2023-01-19.
  22. ECOSOC and the Peacebuilding Commission
  23. Peacebuilding and Post-Conflict Recovery