მერგარჰი ან მერგარი (ინგლ. Mehrgarh, ურდუ م‍ﮩ‍رگڑھ) — ნეოლითის ხანის (ძვ.წ. 7000 — 3200) პაკისტანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს კაჩის ვაკეზე პაკისტანის ბელუჯისტანში. ეს არის სამხრეთ აზიაში ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც განვითარდა სოფლის მეურნეობა: ხორბლისა და ქერის მოყვანა და მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა.) საქონლის მოშენება.

მარგარჰის მდებარეობა პაკისტანის რუკაზე
ქალის სტატუა მერგარჰიდან

მერგარჰი 1974 წელს აღმოაჩინა ფრანგი არქეოლოგების ჯგუფმა ჟან-ფრანსუა ჟარიჟის ხელმძღვანელობით. გათხრები მიმდინარეობდა 1974-1986 წლებში უწყვეტად. მერგარჰის ყველაზე ადრეული დასახლება ყოფილა პატარა სოფელი, რომელიც თარიღდება 7000 — 5500 წლით ჩვენს ერამდე.

მერგარჰის კულტურა დღეისათვის განიხილება როგორც ჰარაპას ცივილიზაციის წინაპარი. „მერგარჰის აღმოჩენამ შეცვალა მთელი წარმოდგენა ინდის ხეობის ცივილიზაციაზე“, წერს აჰმად ჰასან დანი, ისლამაბადში კუაიდ-ი-აზამის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორი. „ახლა ჩვენ აღვადგინეთ პირველი დასახლებების წარმოქმნიდან დაწყებული თანმიმდევრობა“.

მერგარჰის ადრეული მცხოვრებნი ცხოვრობდნენ აგურით ნაშენებ სახლებში, სპეციალურ მარცვლეულის შესანახში ინახავდნენ მარცვლეულს, ამზადებდნენ სპილენძის იარაღებს, მოჰყავდათ ქერი, ხორბალი, ფინიკი. მწყემსავდნენ ცხვრებს, თხებს, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და ა. შ. გვიანდელ ხანაში (5500 — 2600 წლებში ჩვ. ერამდე) ვითარდება ხელოსნობა, მათ შორის რეწვა, კაჟის დამუშავება, მძივების დამზადება, ლითონის გადამუშავება. მერგარჰი ჩვ. ერამდე 2600 წლიდან უწყვეტად იქნა დასახლებული ადამიანებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება