ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია

(გადამისამართდა გვერდიდან ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN (აკრონიმი ფრანგ. Conseil Européenne pour la Recherche Nucléaire) — მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. ცენტრი განლაგებულია ქალაქ ჟენევის დასავლეთით, ნაწილობრივ შვეიცარიის და ნაწილობრივ საფრანგეთის ტერიტორიაზე. ორგანიზაცია ასევე ცნობილია, როგორც მსოფლიო აბლაბუდის დაბადების ადგილი. დაფუძნდა 1954 წლის 29 სექტემბერს წევრ ქვეყანათა ხელმოწერით. ბკეო-ს თავდაპირველად 12 წევრი ჰყავდა, რაც დღეისთვის 20-მდე გაიზარდა.

CERN-ის ლოგო

მისი მთავარი ფუნქცია ბირთვული აქსელერეტორების მოწოდებაა მაღალი ენერგიის ფიზიკის კვლევებისთვის და უამრავი ცდასთვის, რომელიც აკეო-ს საერთაშორისო კოლაბორატორთა მიერ იქნა აშენებული საერთო გამოყენებისთვის. მთავარ ლაბორატორიაში მდებარეობს ვრცელი კომპიუტერული ცენტრი უძლიერესი მონაცემთა დამმუშავებელი მოწყობილობებით, რომელთა ძირითადი დანიშნულება ექსპერიმენტულ მონაცემთა ანალიზია; და ვინაიდან ეს ცენტრი მკვლევართა დიდი ქსელისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ის ისტორიულად იყო (და დღემდე რჩება) უდიდეს და უმთავრეს ქსელურ გამანაწილებლად.

ამჟამად ბკეო-ში სრული დატვირთვით 3000-მდე თანამშრომელი მუშაობს. 6500-მდე მეცნიერი და ინჟინერი (500 უნივერსიტეტიდან და 80 ქვეყნიდან), მსოფლიოს ბირთვულ ფიზიკოსთა დაახ. ნახევარი, ბკეო-ში წარმოებულ ექსპერიმენტებზე მუშაობს.

ლაბორატორიას ძლიერ გაუწია პოპულარიზაცია დენ ბრაუნის ბესტერლერმა რომანმა „ანგელოზები და დემონები“, რომლის პირველი თავი აქ თითქოსდა მომხდარ მოვლენებს ეძღვნება. მიკროკოსმოსის საგამოფენო ცენტრი ღიაა საზოგადოებისთვის, ასევე გიდის მეშვეობით შესაძლებელია ზოგიერთი მიმდინარე ცდას დათვალიერება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება