ინდო-ბერძნული სამეფო

ინდო-ბერძნული სამეფო — სახელმწიფო ჩრდილოეთ ინდოეთში, ძვ.წ.180 – ძვ.წ. 10 წ.წ., მართავდნენ ევტიდემის დინასტიის გამგრძელებელი ბერძენი მეფეები. ინდო–ბერძნული სამეფო წარმოიქმნა როგორც ბერძნულ–ბაქტრიული სამეფოს გაფართოება.

ინდო–ბერძნული სამეფო

ძვ. წ. 180 წ. ჩდილოეთ ინდოეთში შეიჭრა დემეტრიოს I. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მაურიების დინასტია ტახტიდან ჩამოაგდო პუშიამიტრა შუნგამშუნგას დინასტიის დამარსებელმა. (ძვ.წ.185-78 წ.წ.). ბერძნებმა მიაღწიეს თვით დედაქალაქ პატალიპუტრამდე აღმოსავლეთ ინდოეთში (თანამედროვე ქალაქი პატნა) სტრაბონი წერდა : " ისინი ვინც მოვიდნენ ალექსანდრესთან ერთად მიაღწიეს განგამდე და პატალიპუტრამდე. ინდური ხელნაწეები, ასევე, მეტყველებენ ქალაქების – მატჰურა, პანჩალა, საკეტა, პატალიპუტრა – ბერძნულ შეტევებზე. ამის შესახებ წერდა დაახლოებით ძვ.წ. 150 წ. პატანჯალი.

სამხრეთით ბერძნებმა დაიკავეს სინდჰისა და გუჯარათის ოლქები. აგრეთვე ბარიგაზას (ბჰარუჩის) სტრატეგიული ნავსადგური, რის შესახებაც გვიამბობენ სტრაბონი და სხვა ავტორები. ამას ადასტურებს აპოლოდოტ I–ის მონეტები. უფრო სარწმუნოა, რომ პენჯაბიდან აღმოსავლეთით მდებარე პროვინციების დაპყრობა მოგვიანებით მომხდარიყო მეფე მენანდრე მიერ მე–2 საუკუნის მეორე ნახევარში. თანამედროვე პაკისტანის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი სირკაპი აგებული იყო მეფე დემეტრიოს I ბაქტრიელი–ის მიერ. ქალაქი აგებულია ბერძნული ქალაქთმშენებლობის სტანდარტების სრული დაცვით. ნაპოვნია არაერთი ბერძნული კულტურის ნიმუში. კერძოდ, ბერძენ–ბაქტრიელ მეფეთა მონეტები, რომლებზეც გამოსახულია ბერძნული მოთოლოგიური სცენები.

მეფე მენანდრეს სამეფოს გაძლიერება

რედაქტირება
 
აღმოსავლეთ აზია მდ. განგიდან სინგაპურამდე პტოლემეოსის რუკაზე.

პირველი ლაშქრობა დასრულდა ძვ.წ. 175 წლისათვის. ამ დროს ბაქტრიაში ევკრატიდმა მოახდინა ტახტის უზურპაცია, ხელისუფლებას ჩამოაშორა ევტიდემის დინასტია და დაიკავა მისი ტერიტორიები მდინარე ინდამდე. ეს მოხდა ძვ.წ. 170–150 წ.წ. შორის. წყაროები გვაუწყებენ განხეთქილებას ბერძენთა შორის და მკაცრი სამოქალაქო ომის მოლოდინს.

ევკრატიდეს მოძრაობა შეჩერებულ იქნა მენანდრეს მიერ, რომელიც დაეყრდნო ინდოელთა ძალას და ზედიზედ რამდენიმე გამარჯვა ბაქტრიაზე, რის შემდეგაც დაიწყო აღმოსავლეთით გაფართოება. მენანდრე შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე წარმატებულ ინდო–ბერძენ მეფედ, რომელმაც ტერიტორიების მაქსიმუმი დაიმორჩილა. მისი მონეტები დიდი რაოდენობით არის გავრცელებული უზარმაზარ ფართობზე. ტერმინი "მენანდრეს მთები" ძვ.წ. I აღნიშნავდა ინდოსტანის უკიდურესი აღმოსავლეთის მთიან ქედებს. მენანდრე მოხსენებულია ბუდისტურ ლიტერატურაში როგორც მეფე მილინდა, რომელიც ეზიარა ბუდიზმს, გახდა არჰატი და მისი წმინდა ნაწილები საგულდაგულოდ ინახება, როგორც ბუდას წმინდა ნაწილები.

ძვ.წ. 125 წ. ინდო–ბერძნულ ტერიტორიაზე შეიჭრნენ ბერძებ–ბაქტრიელები ევკრატიდეს ვაჟის, მეფე ჰელიოკლომის მეთაურობით, მაგრამ იმავე დროს იუეჩჟებმა დაიწყეს შემოტევა ბაქტრიაზე ჩრდილო–დასავლეთის მხრიდან და დაიკავეს იგი. დანარჩენი სამეფო ორ ნაწილად გაიყო. ერთ ნაწილზე მეფობდა მეფე მენანდრეს დინასტია, მეორე ნაწილი კი დაიშალა წვრილ სამთავროებად.

აღმოსავლეთის ტერიტორიები

რედაქტირება
 
ინდო–ბერძნული სამეფოს უკანასკნელი მეფე სტრატონ II

მენანდრეს შემდეგ, დაახლოებით ოცი მეფე მართავდა ინდო–ბერძნულ სამეფოს. მენანდრეს შემდგომ ქვეყანას მართავდა მისი ქვრივი, დედოფალი აგათოკლე, რომელიც თავისი მცირეწლოვანი შვილის, სტრატონ I–ის მეურვეობას ახორციელებდა.

დაახლოებით ძვ.წ. 100 წელს ინდოელმა მეფეებმა შეძლეს დაებრუნებინათ მატჰურა და აღმოსავლეთ პენჯაბი აღმოსავლეთით მდ. რავიმდე. ამის შემდეგ მათ დაიწყეს საკუთარი ფულის მოჭრა. ძვ.წ. I საუკუნიდან ინდოელმა მეფეებმა დაიწყეს ფულის მოჭრა ინდო–ბერძნულ სტილში.

დასავლეთის მეფე ფილოქსეამ მცირე ხნით, ძვ.წ. 100–95 წ.წ. შეძლო დაეკავებინა დარჩენილი ბერძნული ტერიტორიები პაროპამისადიდან დასავლეთ პენჯაბამდე, მაგრამ მალევე სამეფო დაეცა და აღმოსავლეთის მეფეებმა შეძლეს უკან დაებრუნებინათ დაკარგული ტერიტორიები თითქმის არაქოზიამდე.

დაახლოებით, ძვ.წ. 80 წლიდან ინდო–სკვითების მეფე მეუსი (შესაძლოა, ის იყო ინდო–ბერძენთა სამხედრო ხელმძღვანელი) რამდენიმე წელი მართავდა ინდოეთის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილს, მაგრამ ინდო–ბერძნებმა მაინც შეძლეს საკუთარი ხელისუფლების აღდგენა. მეფე ჰიპოსტრატე (ძვ.წ. 65-55 წ.წ.) იყო ყველაზე წარმატებული უკანასკნელ მეფეთა შორის, თუმცა მოგვიანებით მან განიცადა მარცხი, რის შემდეგაც ინდო–სკვითების მეფე აზეს I– მა დაამყარა ახალი დინასტიის მმართველობის ხანა.

ძვ.წ. I საუკუნეში ინდო–ბერძნები ნელ–ნელა კარგავდნენ ტერიტორიებს ინდო–სკვითების თარეშის წყალობით, სანამ ინდო–ბერძენთა უკანასკნელი მეფე სტრატონ II საბოლოოდ არ დაამარცხეს ახ.წ.10 წელს. ხელისუფლებაში მოვიდა ახალი მმართველი რაჯუვულა.

დასავლეთის ტერიტორიები

რედაქტირება

ინდო–ბერძნული სამეფოს დასავლეთ ნაწილს პაროპამისადში (ქაბულის სიახლოვეს) მართავდა ჰელიოკლ I, მაგრამ იუეჩჟეის მიერ ბაქტრიის დაპყრობისას იქნა ჩამოგდებული. მან მოჭრა რამდენიმე მონეტა]. მისი მემკვიდრე ზოილ I–მა მოჭრა მონეტა ჰერაკლესა და გამარჯვების სიმბოლოს გამოსახულებით. ჩანს, ის ალიანსში შევიდა იუეჩჟისთან.

ცნობილია, დასავლეთ ინდო–ბერძნული სამეფოს დაახლოებით რვა მეფე, რომელთაგან უკანასკნელი ჰერმეი ქვეყანას მართავდა ძვ.წ. 70 წლიდან ახალ წელთაღრიცხვამდე, სანამ ის ბაქტრიიდან მოსულმა იუეჩჟებმა არ შეცვალეს. ჩინური ქრონიკები გვიამბობს, რომ ჩინელი გენერალი ვენ ჩჟუნი დაეხმარა ჰერმეის ინდო–სკვითების წინააღმდეგ იუეჩჟებთან კავშირის შეკვრაში. ძვ.წ. 70 წლიდან იუჩჟებმა დაიწყეს პაროპამისადის მართვა, მაგრამ ამის მერე, კიდევ 30 წელი უშვებდნენ ჰერმეის მონეტებს, რომელიც მოგვიანებით შეცვალეს ქუშანის მონეტებით.

ჰერმეის შემდეგ, სავარაუდოდ, იუჩჟებმა დაიკავეს პაროპამისადი. წყაროებში მოხსენებული პირველი იუჩჟი უფლისწული საპატბიზი მეფობდა დაახლოებით ახ.წ. 20 წლამდე. ბერძნული წყაროები მის სესახებ იმავე სტილით გვიამბობენ, როგორც დანარჩენ ბერძენ მმართველებზე. იუჩჟი ახ. წ. I ს. გაფართოვდა აღმოსავლეთით და დააარსეს ქუშანის იმპერია. ქუშანის პირველი მეფე კაჯულა კადფიზი საკუთარ თავს წარმოადგენდა თავის მონეტებზე ჰერმეისთან ერთად, როგორც ჩანს, ამით ის ხაზს უსვამდა სამეფო ტახტზე თავისი უწყვეტი მემკვიდრეობის სამართლიან უფლებას.

ინდურ–ბერძნული კავშირები

რედაქტირება
 
ვერცხლის მონეტა ორენოვანი წარწერით: "მეფე მხსნელი – მენანდრე."

ბერძნებს შეეძლოთ მაურიების დინასტიის მოკავშირედ მიეჩნიათ თავი, მას შემდეგ, რაც სელევკე I–მა შეთანხმება გააფორმა ჩანდრაგუპტა მაურიასთან. მეფეებმა ეს კავშირი განამტკიცეს ნათესაური ქორწინებით, რომლის შესახებ გვიამბობს იუნან იუსტინი. კლდის 13 ედიქტიდან ერთ–ერთს, აშოკა მოიხსენიებს იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც გაიმარჯვა დჰარმამ.

ცნობილია, რომ ინდო–ბერძნულ სამეფოში აყვავდა ბუდიზმი. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბაქტრიელი ბერძნების ინდოეთში შეჭრა განპირობებული იყო არა მხოლოდ ბერძენ მოქალაქეთა დაცვის, არამედ შუნგას ბრაჰმანისტული დინასტიის მხრიდან მაურიების ძველი იმპერიის ბუდისტური მოსახელობის რელიგიური დევნისაგან დაცვის მიზნითაც.

ლაშქრობის მომწყობი დემეტრიოსი მოიხსენება ინდურ პურანებში, აგრეთვე, მის მიერ დაარსებული ქალაქი სირკაპი ითვლება შერწყმული ინდური–ბერძნული კულტურის მნიშვნელოვან ადგილად. ინდო–ბერძენი მეფისადმი მიძღვნილი პირველი მონეტები შეიცავს ეპითეტს "βασιλευς σωτηρ" (მეფე–მხსნელი).

მეფე მენანდრეს ზიარება ბუდიზმთან

რედაქტირება

მეფე მენანდრე I (მილინდა) იყო დემეტრიოსის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი შთამომავალი, ის ქვეყანას მართავდა ძვ.წ. 150135 წ. წ. ბერძენი ავტორები მას ზოგჯერ ალექსანდრე მაკედონელს ადარებენ. მის სიდიადესა და დაპყრობებზე წერს სტრაბონი.

მენანდრე, რომელიც იწოდება "მხსნელად", ეზიარა ბუდიზმს და მისი როლი ბუდიზმის გავრცელებაში ბუდისტურ ლიტერატურაში ისევე მაღალ დონეზეა შეფასებული, როგორც მეფე აშოკასი და ქუშანის მეფე კანიშკისა. მისი დიალოგები ბუდისტ ბერებთან გადმოცემულია თხზულება

ბუდიზმის გავრცელება

რედაქტირება
 
განდჰარას ბუდა

მაჰავამსის თანახმად, ბერძენი ბერი მაჰადჰარმარაქსიტა მოვიდა ქალაქ ალექსანდრიიდან (სავარაუდოდ, კავკასიური ალექსანდრია ქაბულთან ახლოს) 30 ათასი ბერით შრი-ლანკაში ანურადჰაპურას მაღალი საფეხურის გახსნის ცერემოანიაზე. ეს ცნობა მოწმობს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც ჰქონდათ ბერძნებს ბუდისტურ საზოგადოებაში.

მოიპოვება, აგრეთვე ბუდისტური ხასიათის წარწერები და მიძღვნები ბერძენი გუბერნატორებისადმი. თუმცა ბუდიზმის ძირითადი ტალღის გავრცელება ცენტრალურ და ჩრდილოეთ აზიაში დაკავშირებულია ქუშანებთან, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ბუდიზმი იქ უფრო ადრე გავრცელდა განდჰარას სამეფოს საშუალებით, რომელიც შედიოდა ჯერ ბერძნულ–ბაქტრიულ და შემდგომ ინდო–ბერძნულ სამეფოებში.

ბერძნულ–ბუდისტური ხელოვნება

რედაქტირება

ბერძნულ–ბუდისტური ხელოვნების პერიოდის ნიმუშები ძალზედ მწირია, შემორჩენილია მხოლოდ ამ პერიოდის მონეტები, ქვის სადგამი. ხშირად ნამუშევრები უფრო გვიანდელი პერიოდისაა და განეკუთვნება ინდო–სკვითურ, ინდო–პართიულ ან ქუშანის სამეფოს პერიოდს. ძნელდება მათი დათარიღება.

ზოგიერთის მოსაზრებით, ინდური და ბერძნული სიმბოლიკის შესწავლით დასტურდება, რომ ნამუშევრები მოხატულია ჩვ.წ. პირველი საუკუნის ბერძენი მოხეტიალე მხატვრების მიერ. სავარაუდოა, ასევე, რომ ინდო–ბერძნული პერიოდში გავრცელებული იყო ბერძნული ტრადიციით გამოსახული ბუდისტური ქანდაკებები, თუმცა მისი ზუსტი დათარიღება ასევე არ ხერხდება.

ზოროასტრიზმი

რედაქტირება
 
ქუშანელი ტუნიკში

ძვ. წ. 130 წლიდან ინდოევროპული წარმოშობის მესაქონლე ტომები (სკვითები და იუჩჟები შეესიენ ბაქტრიას ჩრდილოეთით. ძვ. წ. 125 ინდო–ბერძენთა მეფე ჰელიოკლემ დატოვა ბაქტრია და თავისი დედაქალაქი გადაიტანა მდინარე ქაბულის ხეობაში, საიდანაც ის მართავდა საკუთარ სამფლობელოებს ინდოეთში.

ინდო–სკვითების მეფე მაიმ ძვ.წ. 80 წელის დაიკავაგანდჰარა და ტაქსილა. მისი გარდაცვალების შემდეგ სამეფომ ვერ შეძლო არსებობა, რადგან ინდო–ბერძნებმა მოახერხეს დინასტიის აღდგენა, რომელმაც კვლავ წარმატებით განაგრძო მოღვაწეობა. წარმატება გამოიხატებოდა მეფე აპოლოდოტ II–ისა და ჰიპოსტრატეს მიერ მონეტების გამოშვებაში მანამდე, სანამ აზეს I–მა ახ.წ. 55 წელს საბოლოოდ, არ დაამყარა სკვითური ხელისუფლება ჩრდილო–დასავლეთში. ინდო–სკვითურ მონეტებზე გამოსახულია ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟთა გამოსახულებანი.

ინდო–ბერძნული სამეფოს მეფეებმა უკანასკნელ პერიოდში მიაღწიეს მხარდაჭერას ჩინეთის იმპერიისაგან. გვიანდელი ხანების დინასტიის ქრონიკა აღწერს, ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია განსუს მმართველის, გენერალ ვენ ჩუნის გალაშქრებას ქაბულის ხეობაში ინდო-სკვითების წინააღმდეგ ძვ.წ. 50 წელს. გამარჯვებულ ჩინელებს თავიანთი მეფეც კი დაუსვამთ დაპყრობილ მიწებზე ჩინური ატრიბუტებით, რაც ჩინეთის იმპერიის გავლენის ქვეშ ყოფნას ნიშნავდა, მაგრამ მოგვიანებით მათ დაუკარგავთ ინტერესი ასეთი შორეული მიწების მიმართ.

უკანასკნელი ინდო–ბერძენი მეფეები ჩამოგდებული იქნენ ელინიზებული იუეჩჟების მიერ დაახლოებით ძვ.წ. 70 წელიდან თაბდათანობით, თუმცა ისინი ძვ.წ. 40 წლამდე მაინც განაგრძობდნენ ინდო–ბერძნული მონეტების გამოშვებას. ცენტრალური ოლქების ერთ–ერთი უკანასკნელი მმართველი ჰიპოსტრატი ძვ.წ. 50 წელს იქნა ჩამოგდებული ინდო–სკვითების მიერ, თუმცა აღმოსავლეთში ინდო–ბერძენი მმართველები ძვ.წ. 10 წლამდე ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას. უკანასკნელი მმართველი იყო სტრატონ II. ახ. წ. I ჯერ კიდევ რჩებოდნენ წვრილ–წვრილი "მეფეები", რომლებიც მართავდნენ მცირე ბეძნულ საზოგადოებებს ფულის მოჭრის უფლებების გარეშე. მათ შორის ცნობილია ფეოდამი განდჰარას ჩრდილოეთში. იუეჩჟებმა მოგვიანებით აქ შექმნეს ქუშანის იმპერია. კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ისინი გახდნენ ინდო–ბერძენთა მემკვიდრეები – გადაიღეს ინდო–ბერძენთა დამწერლობა, ბუდისტური ხელოვნება, განაგრძობდნენ მონეტების მოჭრას, რითაც დაადასტურეს თავიანთი უფლელები ინდო–ბერძნულ მემკვიდრეობაზე.

გენეტიკა

რედაქტირება
 
ჰადას ბიუსტები. III საუკუნე

მეცნიერები შეეცადნენ მოეძიათ ბერძენთა გენეტიკური როლი ინდოსტანის ნახევარკუნძულზე. ამისათვის დნმ–ის კვლევაც კი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი თვისება, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე ბერძნებისათვის საერთოდ არ აღმოჩენილა ინდოსტანის მოსახლეობში გავრცელებული. პენჯაბის რაიონში ბერძენთა და ევროპელთა გენეტიკურ გავლენას აფასებენ 0%–15% ინტერვალში. დეტალურად იხილეთ: Kivisild et al. «Origins of Indian Casts and Tribes».

ამასთან, ბერძენთა გარკვეული გენეტიკური თავისებურებანი უნდა დარჩენილიყო ჰინდიყუშის და ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის მხარეში. აქ მოსახელობის ზოგიერთი ჯგუფი საკუთარ თავს თვლის უშუალოდ ბერძენთა შთამომავლად (კერძოდ, კაშალები და ხუნზები პაკისტანში და ნურისტანელები ავღანეთში).

არსებობს ვარაუდიც, რომ ალექსანდრე დიდის არმიაში დიდი რაოდენობით იყვნენ არა მხოლოდ ბერძნები არამედ სპარსული, სკვითური და თრაკიული წარმოშობის ჯარისკაცები და ამდენად, აქ ბერძენთა კვალი მცირე რაოდენობით შემორჩა.

მეფეთა ქრონოლოგია და ტერიტორიები

რედაქტირება
 
დემეტრიოს I ბაქტრიელი. ინდო–ბერძნული სამეფოს დამაარსებელი

ევტიდემის შთამომავალი ბერძენ–ბაქტრიელი მეფეები დაახლოებით ძვ.წ. 180 წელს შეიჭრნენ ჩრდილოეთ ინდოეთში მიღწიეს აღმოსავლეთ ინდოეთის დედაქალაქ პატალიპუტრამდე, მოახდინეს ჰინდიყუშისა და მატჰურას შორის მდებარე ტერიტორიების ოკუპაცია და კონტროლი დაამყარეს მთელ ჩრდილოეთ ინდოეთზე.

დემეტრიოსის ტერიტორია ბაქტრიიდან პატალიპუტრამდე გაყოფილ იქნა ორ ნაწილად აღმოსავლეთ და დასავლეთ ტერიტორიებად. მათ დემეტრიოსის შემდეგ ცალკ–ცალკე მმართველები მართავდნენ. დასავლეთ ტერიტორიებს შემდგომში მართავდნენ ბერძნულ–ბაქტრიული სამეფოს მეფეები ჰელიოკოლამდე (დაახლოებით ძვ.წ. 130 წლამდე).

აღმოსავლეთ ნაწილს კი, რომელიც მოიცავდა ტერიტორიებს – პაროპამისადი, არაქოზია, განდჰარა და პენჯაბი მატჰურამდე მართავდა დინასტია, რომელიც იწოდება ინდო–ბერძნულად.

აღმოსავლეთის მიწები

რედაქტირება

ტერიტორიები: პაროპამისადი და მატჰურა (ევტიდემის დინასტია)

რედაქტირება
  • აგატოკლე (ძვ.წ. 190—180 წ.წ.)
  • პანტალეონტი (ძვ.წ. 190—185 წ.წ.)
  • აპოლოდოტ I (ძვ.წ. 180—160 წ.წ.)
  • ანტიმაქს II ნიკეფორი (ძვ.წ. 160—155 წ.წ.)
  • დემეტრე II (ძვ.წ. 155—150 წ.წ.)

უზურპატორმა ევკრატიდმა შეძლო დინასტიის ჩამოგდება ტახტიდან და დაიკავა მათი ტერიტორიები მდინარე ინდამდე ძვ.წ. 170–145 წლებს შორის პერიოდში. მოგვიანებით ევკრატიდი მოკლა საკუთარმა ვაჟმა, რის შემდეგ მეფე მენანდრე I–მა თავის კონტროლს დაუქვემდებარა ჰინდიყუშის დასავლეთით მდებარე მიწები.

  • მენანდრე I (ძვ.წ.150—130 წ.წ.), აპოლოდოტის მემკვიდრე. გააფართოვა თავისი სამეფოს საზღვრები და აქტიურად ავრცელებდა ბუდიზმს.
  • აგათოკლე (ძვ.წ. 130—125 წ.წ.), მენანდრეს ქვრივი, დედა–დედოფალი და ვაჟის, სტრატონის რეგენტი.

მენანდრეს გარდაცვალების შემდეგ მისმა შთამომავლებმაც დაკარგეს ჰინდიყუშის დასავლეთით მდებარე მიწები. ისინი კვლავ გადავიდნენ აღმოსავლეთით განდჰარაში. დაკარგული პაროპამისადი და არაქოზია გადავიდა დასავლეთ ინდო–ბერძნული სამეფოს შემადგენლობაში. მოგვიანებით, აღმოსავლეთის მეფეებმა კიდევ უფრო დასავლეთით პენჯაბამდე დაიხიეს.

  • სტრატონ I (ძვ.წ.125—110წ.წ.) მენანდრესა და აგათოკლეს ვაჟი.
  • ჰელიოკოლ II (ძვ.წ.125—100 წ.წ.)

შემდგომი მეფეები მართავდნენ სამეფოს ცალკეულ ნაწილებს.

  • პოლიქსენი (ძვ.წ.100 წ.წ.) — სავარაუდოდ, განდჰარაში
  • დემეტრიოს III ანიკეტი (ძვ.წ.100 წ.)

ძვ.წ.100 წლის შემდეგ ინდოელი მეფეები დაეუფლნენ მატჰურას და აღმოსავლეთ პენჯაბს მდინარე რავის გაღმა. მათ დაიწყეს საკუთარი მონეტების მოჭრა. დასავლეთის მეფე ფილოქსენი მცირე ხნით კვლავ დაეუფლა ტერიტორიებს პაროპამისადიდან დას. პენჯაბამდე ძვ.წ. 100–95 წ.წ. შორის.

ჩვ.წ.აღ.მდე I ს–ში ინდო–ბერძნები თანდათანობით კარგავდნენ თავიანთ ტერიტორიებს ინდო–სკვითების ხშირი თავდასხმების შედეგად. უკანასკნელი მეფე სტრატონ II აღმოსავლეთ პენჯაბს მართავდა ძვ.წ. 10 წლამდე.

ტერიტორიები: არაქოზია და განდჰარა ( ძვ.წ. 95—70 წ.წ.)

რედაქტირება
  • ამინტა (ძვ.წ. 95—90 წ.წ.)
  • პევკოლაი ძვ.წ.90 წ...
  • მენანდრე II დიკეა (ძვ.წ.90—85 წ.წ.)
  • არქებია (ძვ.წ. 90—80 წ.წ.) (დას. პენჯაბით)
  • (მაუესი), ინდო–სკვითების მეფე.
  • არტემიდორი ძვ.წ. 80 წ.
  • ტელეფი (ძვ.წ.75—70 წ.წ.)

დასავლეთ პენჯაბის ტერიტორიები ( ძვ.წ. 95—55 წ.წ.)

რედაქტირება
  • ეპანდრი (ძვ.წ. 95—90 წ.წ.)
  • არქებია (ძვ.წ.90—80 წ.წ.)
  • (მაუესი), ინდო–სკვითების მეფე.
  • ტრასონი (ფრასონი) ძვ.წ.80 ან უფრო ადრე.
  • აპოლოდოტ II (ძვ.წ.80—65 წ.წ.) (მართავდა აღმოსავლეთ პენჯაბსაც).
  • ჰიპოსტრატე (ძვ.წ.65—55 წ.წ.) ჩამოგდებულ იქნა ინდო–სკვითების მეფე აზეს I–ის მიერ.
  • (აზეს I) ინდო–სკვითების მეფე.

დაახლოებით ძვ. წ. 80 წ. აღმოსავლეთ პენჯაბის ნაწილები კვლავ მოექცა კონტროლქვეშ.

აღმოსავლეთ პენჯაბის ტერიტორიები ( ძვ.წ. 80—10 წ.წ.)

რედაქტირება
  • აპოლოდოტ II (ძვ.წ.80—65 წ.წ.)
  • დიონისე (ძვ.წ.65—55 წ.წ.)
  • ზოილ II (ძვ.წ.55—35 წ.წ.)
  • აპოლოფანი (ძვ.წ. 35—25 წ.წ.)
  • სტრატონ II (ძვ.წ. 25 — 10 წ.წ.)
  • (რაჯუვულა), ინდო–სკვითების მეფე.

დასავლეთის მიწები

რედაქტირება

მენანდრე I–ის სიკვდილის შემდეგ პაროპამისადი და არაქოზია ჩამოსცილდა სამეფოს. დასავლელი მეფეები შეიჭრნანენ განდჰარაშიც. ამ მათგან ზოგიერთი ევკრატიდის დინასტიას ეკუთვნოდა.

  • ზოილ I (ძვ. წ. 130—120 წ.წ.) აუჯანყდა მენანდრეს დინასტიას.
  • ლიციუსი (ძვ. წ. 120—110 წ.წ.), სავარაუდოდ, დაიკავა განდჰარა.
  • ანტიალკიდი (ძვ. წ. 115—95 წ.წ.)
  • ფილოქსენი (ძვ. წ.100—95 წ.წ.), აგრეთვე, მთავრობდა დასავლეთ პენჯაბში.

ფილოქსენის შემდეგ დასავლეთის სამეფო დასუსტდა და დაეცა. შემდგომი მეფეები ფლობდნენ მემკვიდრეობას პაროპამისადის ოლქში.

პაროპამისადის ტერიტორია (ძვ. წ.95—70 წ.წ.)

რედაქტირება
  • დიომედი (ძვ. წ.95—90 წ.წ.)
  • თეოფილე (ძვ. წ.90 წ.)
  • ნიკეასი (ძვ. წ.90–85 წ.წ.)
  • ჰერმეი (ძვ. წ.90—70 წ.წ.)
  • (იუეჩჟის მმართველები)

სავარაუდოდ, იუეჩჟებმა პაროპამისადი ჰერმეის შემდეგ დაიკავეს. მატიანეებში ცნობილი იუჩჟის პირველი პრინცი – საპადბიზი ქვეყანას მართავდა დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის 20 წლამდე. მასზე ისევეა საუბარი ბერძნულ მატიანეებში, როგორც სხვა დანარჩენ ბერძენ მეფეებზე. იუეჩჟები აღმოსავლეთით განსახლდნენ სავარაუდოდ ახ.წ. I ს. და შექმნეს ქუშანის იმპერია. პირველი ქუშანელი მეფე კუჯულა კადფიზი საკუთარ მონეტებზე თავს გამოსახავდა ჰერმეისთან ერთად. ჩანს, ამით ხაზს უსვამდა მემკვიდრეობითობას ან ტახტზე სამართლებრივ უფლებას.

გვიანდელი ბერძენი მეფეები

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც ინდო–სკვითებმა დაიკავეს ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორია, ცალკეული ბერძნული საზოგადოებები დ სოფლები კიდევ აგრძელებდნენ არსებობას ბერძენი მეთაურებით სათავეში.

  • თეოდამი (I ს. ჩვ.წ.) ინდო–ბერძენი მმართველი იჯდა ბაჯაურსა და ჩრდილოეთ განდჰარაში.

სატავაჰანი მეფეების წარწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ინდო–ბერძენი სამხედროები ახ.წ. II ს. ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ რეგიონის პოლიტიკაში..

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • «Monnaies Gréco-Bactriennes et Indo-Grecques, Catalogue Raisonné», Osmund Bopearachchi, 1991, Bibliothèque Nationale de France, ISBN 2-7177-1825-7.
  • «The Shape of Ancient Thought. Comparative studies in Greek and Indian Philosophies» by Thomas McEvilley (Allworth Press and the School of Visual Arts, 2002) ISBN 1-58115-203-5
  • «Buddhism in Central Asia» by B.N. Puri (Motilal Banarsidass Pub, January 1, 2000) ISBN 81-208-0372-8
  • «The Greeks in Bactria and India», W.W. Tarn, Cambridge University Press.
  • «Dictionary of Buddhism» Damien Keown, Oxford University Press ISBN 0-19-860560-9
  • «De l’Indus à l’Oxus, Archéologie de l’Asie Centrale», Osmund Bopearachchi, Christine Sachs, ISBN 2-9516679-2-2
  • «The Diffusion of Classical Art in Antiquity» by John Boardman (Princeton University Press, 1994) ISBN 0-691-03680-2
  • «The Crossroads of Asia. Transformation in Image and symbol», 1992, ISBN 0-9518399-1-8
  • «Indo-Greek, Indo-Scythian and Indo-Parthian coins in the Smithsonian institution», Smithsonian Institution, Bopearachchi, 1993

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება