პუშიამიტრა შუნგა
პუშიამიტრა შუნგა — შუნგას დინასტიის დამაარსებელი. ჩრდილოეთ ინდოეთის მმართველი ძვ. წ. 185-151 წლებში.
თავდაპირველად პუშიამიტრა შუნგა იყო მაურიების იმპერიის „სენაპატი“ (მთავარსარდალი). ძვ. წ. 185 წელს სამხედრო აღლუმის დროს მან მოკლა მაურიების უკანასკნელი იმპერატორი ბრიჰადრათჰა და თავი იმპერატორად გამოაცხადა. თავისი მმართველობის დროს მან დაიმორჩილა ჩრდილოეთ ინდოეთის დიდი ნაწილი და დაასრულა აშვამედჰა. შუნგას წარწერები გვხვდება პენჯაბში ჯალანდჰარამდე. დივიავადანა გვიამბობოს, რომ მისი სამფლობელოები ვრცელდებოდა საგალამდე (სიალკოტა).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აშოკა და პუშიამიტრა დაარქივებული 2012-08-05 საიტზე Wayback Machine.
- პუშიამიტრას სახელისათვის