ჯალანდჰარი
ჯალანდჰარი (პენჯ.. ਜਲੰਧਰ, ინგლ. Jalandhar) — ქალაქი ინდოეთში, პენჯაბის შტატში. ჯალანდჰარის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ამრისტარიდან 90 კმ. მანძილზე, ჩანდიგარჰიდან 114 კმ. მანძილზე და დელიდან 375 კმ. მანძილზე. 2011 წლის აღწერით, მისი მოსახლეობა შეადგენს 873 725 ადამიანს. მოსახლეობის ძირითადი ენაა პენჯაბური. საკმაოდ პოპულარულია, აგრეთვე, ინგლისური. მოსახლეობის 54,54% ინდუიზმის მიმდევარია; 45,46% სიქიზმის. ქალაქში განვითარებულია სპორტული საქონლის, ელექტრონიკის და სხვა წარმოება.
ქალაქი | |
---|---|
ჯალანდჰარი პენჯ. ਜਲੰਧਰ, ჰინდი जलंधर | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | პენჯაბი |
კოორდინატები | 31°19′32″ ჩ. გ. 75°34′45″ ა. გ. / 31.32556° ჩ. გ. 75.57917° ა. გ. |
ფართობი | 110 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 228 მ |
მოსახლეობა | 873 725 ადამიანი [1] კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | 181 |
საფოსტო ინდექსი | 144001 |
საავტომობილო კოდი | PB08 |
ოფიციალური საიტი | https://www.mcjalandhar.in/ |
ქალაქს აქვს ტენიანი სუბტროპიკული კლიმატი ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა შეადგენს 48°С, მინიმუმი კი 25 °С. ზამთარში მაქსიმალირი ტემპერატურა — 19 °С, ხოლო მინიმალური — -5 °С. ნალექების წლიური საშუალო რაოდენობა დაახლოებით 70 მმ-ია. მისი დიდი ნაწილი მოდის მხოლოდ მუსონურ სეზონზე — ივლის-აგვისტოში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 26 March 2012.