დემეტრიოს I ბაქტრიელი

დემეტრიოს I ბაქტრიელი (ბერძნ. ΔΗΜΗΤΡΙΟΣ, სპარს.-პუშტ. دیمتریوس بلخی‎) — ჩვ. წ. აღ.-მდე II საუკუნის ბერძენ-ბაქტრიელი მეფე. ვაჟი და, სავარაუდოდ, ძვ. წ. 200 წლიდან ევტიდემის მემკვიდრე. ძვ. წ. 187 წელს მან გაავრცელა თავისი კონტროლი ჰინდუყუშის მთების სამხრეთ ნაწილებამდე, არაქოზიის დაპყრობით, რომელიც ადრე ინდოეთის შუნგას დინასტიის კუთვნილება იყო. არაქოზიაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო ბუდისტური სწავლების დაცვა.

დემეტრიოს I ბაქტრიელი (ლითონი. მონეტა). "უძლეველი" (შესაძლოა, "უკვდავი")

ძვ. წ. 171 წელს ბაქტრიაში ამბოხს იწყებს სტრატეგოსი ევკრატიდი. ასე, რომ დემეტრიოს I-ს მოუწია ინდოეთის მთიანეთში დარჩენა და ინდო-ბერძნული სამეფოს წარმოქმნა.

სხვა ვერსიის თანახმად, ევკრატიდს საქმე ჰქონდა დემეტრიოს I-ის მემკვიდრე დემეტრიოს II-სთან, რომელიც მან დაამარცხა და სწორედ მისი შთამომავლები მართავდნენ მომავალში ინდო-ბერძნულ სამეფოს მის დაცემამდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება