არაქოზია — თანამედროვე ავღანეთის აღმოსავლეთ რეგიონის ძველი სახელი, თანამედროვე ყანდაარის მიდამოები. თავდაპირველად, აქ ცხოვრობდნენ ინდო-ირანული და ირანული ტომები, რომლებმაც ძვ. წ. VI საუკუნეში შექმნეს სამეფო კამბოჯა, რომლის ისტორიაც უცნობია. იმავე საუკუნეში არაქოზია სპარსებმა დაიპყრეს. შემდეგ იგი შედიოდა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიაში, მაურიების იმპერიაში, ბერძნულ-ბაქტრიულ სამეფოში. ძვ. წ. II საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში არაქოზია დაიპყრეს საკებმა, რომლებიც შუა აზიიდან გადმოსახლდნენ.

არაქოზიის რეგიონი და იქ მცხოვრები ხალხები, ძვ. წ. 500 წელს

ძვ. წ. I საუკუნეში არაქოზია გაერთიანდა ადგილობრივი მეფეების მმართველობით, რომლებმაც დაახლოებით ერთი საუკუნე იმეფეს. ამ სამეფოს პოლიტიკური ისტორია უცნობია, თუმცა ოთხი ადგილობრივი მეფის მონეტებია ნაპოვნი. სავარაუდოდ, დინასტიის დამაარსებელი ვონონი იყო. სპალახორი ითვლება მის ძმად და თანამმართველად, თუმცა, შესაძლოა, ისინი ნამდვილი ძმები არ იყვნენ. სპალადაგამი, სავარაუდოდ, სპალახორის ვაჟი იყო. არაქოზიის უკანასკნელ საკ მეფედ ითვლება სპალირისი.

ძვ. წ. I საუკუნის ბოლოს არაქოზია დაიპყრო ინდო-საკ მეფემ აზ I-მა, რომელიც განდჰარაში მეფობდა. სავარაუდოდ არახოსიის დედაქალაქი ალექსანდროპოლისი იყო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6