ტაქსილა (ურდ. ٹیکسلا) — ძველი ქალაქი პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში. დღეს ის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. მდებარეობს დედაქალაქ ისლამაბადიდან 32 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 549 მეტრზე.

ტაქსილა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 34°44′45″ ჩ. გ. 72°41′15″ ა. გ. / 34.74583° ჩ. გ. 72.68750° ა. გ. / 34.74583; 72.68750
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 139
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 139
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქი აშენებულია განდჰარის სამეფოს პერიოდში. დღეს კომპლექსი ამ სამეფოს ქალაქ ტაქსასილის ნანგრევებსა მოიცავს, რომელიც ინდუიზმისა და ბუდიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ტაქსასილას კვეთდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები.

ალექსანდრე მაკედონელის ინდოეთის კამპანიის დროს, განდჰარის მეფე ხანგრძლივ ომს აწარმოებდა მეზობელი ინდოეთის მეფე პორომთან. სწორედ ამიტომ, ის მაკედონელთან ალიანსში შევიდა და ქალაქ ტაქსასილაში მიიპატიჟა. ეს უკანასკნელი პირადად იღებდა ინდოელებთან ბრძოლებში მონაწილეობას, სადაც დაეცა კიდეც. ამის შემდეგ, ძვ.წ. 175 წლიდან, ქალაქი ინდურ-ბერძნული სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

1980 წელს, ტაქსილა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება