პარიზის შეთანხმება
პარიზის შეთანხმება (ფრანგ. Accord de Paris; ასევე ცნობილი, როგორც პარიზის ჩანაწერები ან პარიზის კლიმატის ჩანაწერები) ― საერთაშორისო ხელშეკრულება გლობალური დათბობის შესახებ. მოიცავს გლობალური დათბობის შერბილების, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისა და კლიმატის ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს. შეთანხმების შემუშავების პროცესი 2015 წელს, პარიზში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დაიწყო, რომელშიც 196 მხარე მონაწილეობდა.
პარიზის შეთანხმება
| |
---|---|
პარიზის შეთანხმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის ფარგლებში
| |
მომზადდა | 30 ნოემბერი ― 12 დეკემბერი, 2015, ლე-ბურჟე, საფრანგეთი |
ხელი მოეწერა | 22 აპრილი, 2016 |
ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
ძალაში შევიდა | 4 ნოემბერი, 2016[1][2] |
ხელი მოაწერეს | 195[1] |
მხარეები | 193[1] |
მეანაბრე | გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი |
ენები | არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური |
პარიზის შეთანხმება ხელმოსაწერად 2016 წლის 22 აპრილს (დედამიწის დღე) გაიხსნა, ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე. ევროპის კავშირის მიერ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ, ქვეყნების საკმარისმა რაოდენობამ მიიღო შეთანხმება, რომელიც ძალაში 2016 წლის 4 ნოემბერს შევიდა. 2021 წლის ნოემბრისთვის ხელშეკრულების წევრია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის 193 სახელმწიფო. კონვენციის მონაწილე 4 სახელმწიფო, რომლებსაც შეთანხმება არ აქვთ რატიფიცირებული, ირანი, ლიბია, იემენი და ერიტრეა არიან. 2020 წელს ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმებას ჩამოშორდა, მაგრამ მომდევნო წელს კვლავ დაუბრუნდა.
პარიზის შეთანხმების გრძელვადიანი პერიოდის მიზანი წინაინდუსტრიულ დონეზე გლობალური ტემპერატურის ზრდის საშუალო მაჩვენებელის 2°C-მდე (3.6°F) შენარჩუნება, ხოლო ზრდის სასურველი ზღვრული მაჩვენებელი 1.5°C-ია (2.7°F), რაც სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილების ეფექტებს არსებითად შეამცირებს. მავნე ნივთიერებების გამოყოფა რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს და ნულოვან მაჩვენებელს XXI საუკუნის შუა პერიოდამდე უნდა მიაღწიოს.[3] გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შესანარჩუნებლად, 2030 წლამდე მავნე ნივთიერებების გამოყოფა 50%-ით უნდა შემცირდეს.[4]
შეთანხმების მიზანია მონაწილე მხარეების მიერ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ეფექტებთან ადაპტირების ხელშეწყობა და საკმარისი ფინანსური რესურსების მობილიზება. შეთანხმების ფარგლებში ყოველმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, დაგეგმოს და რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი წვლილის შესახებ. არ არის შემუშავებული მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფოებს მავნე ნივთიერებების გამოყოფის სპეციფიკური მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრას დაავალდებულებს, მაგრამ ყოველი მიზნობრივი მაჩვენებელი წინა მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა აღემატებოდეს. 1997 წლის კიოტოს ოქმის საპირისპიროდ, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის სხვაობა ბუნდოვანია, ამიტომ განვითარებადმა სახელმწიფოებმაც უნდა შეიმუშაონ გეგმები მავნე ნივთიერებების გამოყოფის შესამცირებლად.
განვითარება
რედაქტირებაწინაპირობები
რედაქტირებაგაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელიც 1992 წელს დედამიწის სამიტზე მიიღეს, ამ თემასთან დაკავშირებით მიღებული ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება იყო. კონვენციის მიხედვით, მხარეები რეგულარულად უნდა შეხვდნენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. კონვენციის მიღებით კლიმატის შესახებ სამომავლო შეთანხმებებს ჩაეუარა საფუძველი.[5]
1997 წელს მიღებული კიოტოს ოქმი ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის დარეგულირებას უწყობდა ხელს. ოქმი 2012 წელს მიღებული დოჰის შეთანხმებით 2020 წლამდე გაგრძელდა.[6] აშშ-მა ოქმის რატიფიცირებაზე უარი თქვა, მისი სავალდებულო იურიდიული ბუნების გამო. ამ და სხვა კონფლიქტების გამო კლიმატის შესახებ მომდევნო საერთაშორისო მოლაპარაკებები შეფერხდა. 2009 წლის მოლაპარაკებები კიოტოს ოქმის მემკვიდრის მიღებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ჩაიშალა და კოპენჰაგენის ჩანაწერები იურიდიულად სავალდებულო არ ყოფილა, რის გამოც უნივერსალური ხასიათი არ მიუღია.[7][8]
კოპენჰაგენის შეთანხმებამ პარიზის შეთანხმების ჩარჩოს ჩაუყარა საფუძველი.[7] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის აღმასრულებელი მდივნის, ქრისტიანა ფიგერესის ხელმძღვანელობით, კოპენჰაგენის წარუმატებლობის შემდეგ მოლაპარაკებები კვლავ აღდგა.[9] 2011 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე დურბანის პლატფორმა შეიქმნა.[10]
მოლაპარაკებები და მიღება
რედაქტირებამოლაპარაკებები პარიზში ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.[11] ჯერ კიდევ წინა წელს, სხვადასხვა პროექტი და ინიციატივა შეიმუშავეს,[12] ხოლო ერთ-ერთი კომენტატორის აზრით, მოლაპარაკებებამდე ფრანგებმა წარმატებას ორი მიმართულებით მიაღწიეს: პირველი, დარწმუნდნენ, რომ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წილი მოლაპარაკებებამდე დასრულდა და მეორე, ლიდერები კონფერენციის დაწყებისას მოიწვიეს.[13]
მოლაპარაკებები თითქმის ჩაიშალა ერთი სიტყვის გამო, როდესაც აშშ-ის იურიდიულმა გუნდმა ბოლო წუთს გააცნობიერა, რომ სიტყვა „shall“ დამტკიცდა „should“-ის მაგივრად. ეს იმას ნიშნავდა, რომ განვითარებული ქვეყნები იურიდიულად ვალდებული იქნებოდნენ, ემისია შეემცირებინათ, მაგრამ პრობლემა „ტიპოგრაფიულ ხარვეზად“ ჩათვალეს და გამოასწორეს.[14] 2015 წლის 12 დეკემბერს, მხარეთა 21-ე კონფერენციაზე, კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის სახელმწიფოთა და ევროპის კავშირის კონსენსუსის საფუძველზე, შეთანხმება მიიღეს.[15] ნიკარაგუამ აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღების წინააღმდეგ გამოსვლა სურდათ, რადგანაც შეთანხმება სუსტი იყო, მაგრამ შესაძლებლლობა არ მიეცათ.[16][17] შეთანხმების ფარგლებში, წევრები თანხმდებიან, რომ „რაც შეიძლება მალე“ ნახშირბადის „ანაბეჭდს“ შეამცირებენ და მაქსიმუმს გააკეთებენ გლობალური დათბობის „2°C-ზე (3.6 °F) დაბლა“ შესანარჩუნებლად.[18]
ხელმოწერა და ძალაში შესვლა
რედაქტირებაპარიზის შეთანხმება ხელმოსაწერად ღია იყო გაეროს კლიმატის კონვენციის მხარეების სახელმწიფოებისა და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებისთვის 2016 წლის 22 აპრილიდან 2017 წლის 21 აპრილამდე, გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში.[19] შეთანხმების ხელმოწერა პირველი ნაბიჯია რატიფიკაციისკენ, თუმცა მისი მიღება ხელმოწერის გარეშეც შესაძლებელია.[20] ხელშეკრულება მხარეებს ავალდებულებს, საერთაშორისო ხელშეკრულების მიზნის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედონ.[21] 2016 წლის 1-ელ აპრილს, აშშ-მ და ჩინეთმა, რომლებზეც გლობალური ემისიის თითქმის 40% მოდის, დაადასტურეს, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმებას ხელს მოაწერდნენ.[22][23] გახსნიდან პირველივე დღეს შეთანხმებას 175-მა მხარემ მოაწერა ხელი (174 სახელმწიფო და ევროპის კავშირი).[24][25] 2021 წლის მარტისთვის, ხელშეკრულების ხელისმომწერია 194 სახელმწიფო და ევროპის კავშირი.[1]
შეთანხმება ძალაში შევიდოდა, თუკი მას 55 ისეთი სახელმწიფო მოაწერდა ხელს, რატიფიცირებას მოახდენდა ან სხვაგვარად შეუერთდებოდა ხელშეკრულებას, რომლებზეც სათბურის აირების გლობალური ემისიის მინიმუმ 55% მოდიოდა (2015 წლის მონაცემების მიხედვით).[26][27][28][20] ევროპის კავშირის მიერ ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ, ძალაში შესასვლელად შეთანხმებამ 2016 წლის 4 ნოემბრისთვის მხარეთა საკმარისი რაოდენობა დააგროვა..[29]
მხარეები
რედაქტირებაევროპის კავშირმა და 192 სახელმწიფომ, რომლებზეც ანთროპოგენური ემისიის 98% მოდის, ხელშეკრულება მიიღო ან რატიფიცირება მოახდინა.[1][30][31] სახელმწიფოები, რომლებმაც ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოახდინეს, არიან: ირანი, რომელზეც სათბურის აირების ემისიის 2% მოდის,[32] ერიტრეა, იემენი და ლიბია.[1] ერაყი ბოლო ქვეყანა იყო, რომელმაც ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა 2021 წლის 1-ელ ნოემბერს.
ხელშეკრულების 28-ე მუხლის თანახმად, მხარეებს უფლება აქვთ, ხელშეკრულებიდან გავიდნენ დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, არა უადრეს მხარისათვის შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლისა. მხარის შეთანხმებიდან გასვლა ძალში შედის დეპოზიტარის მიერ შეთანხმებიდან გასვლის შესახებს შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ.[33]
აშშ-ის გასვლა და დაბრუნება
რედაქტირება2017 წლის 4 აგვისტოს ტრამპის ადმინისტრაციამ გაეროს შეტყობინება გაუგზავნა, რომ აშშ-ს, რომელიც მსოფლიოში მეორეა სათბურის აირების ემისიით,[34] რაც შეიძლება მალე სურდა შეთანხმებიდან გასვლა.[35] შეთანხმებიდან გასვლის შეტყობინება აშშ-ის მიერ პარიზის შეთანხმებასთან მიერთებიდან სამი წლის შემდეგ შეიძლება განეხილათ, 2019 წლის 4 ნოემბერს.[36][37] აშშ შეთანხმებიდან ოფიციალურად გავიდა 1 წლის შემდეგ, 2020 წლის 4 ნოემბერს.[38][39] პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმასრულებელ ბრძანებას საპრეზიდენტო უფლებამოსილების დაწყების პირველივე დღეს მოაწერა ხელი, 2021 წლის 20 იანვარს, რათა აშშ პარიზის შეთანხმებას კვლავ მიერთებოდა.[40][41] შეთანხმების 21-ე მუხლის შესაბამისად, 30 დღის შემდეგ აშშ შეთანხმებას კვლავ მიუერთდა.[42][43] გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიესალმა აშშ-ის შეთანხმებასთან დაბრუნებას.[44]
შინაარსი
რედაქტირებაპარიზის შეთანხმება მოკლე შეთანხმებაა და 16 შესავალი აბზაცისა და 29 მუხლისგან შედგება. მოიცავს პროცედურულ (მაგალითად, ძალაში შესვლის კრიტერიუმები) და ოპერაციულ (შერბილება, ადაპტაცია, ფინანსები) მუხლებს. იგი სავალდებულო შეთანხმებაა, მაგრამ ბევრი მუხლი საერთაშორისო კოლაბორაციას არ ითვალისწინებს.[45] შეთანხმებაში მოცემულია მუხლები სათბურის აირების ემისიის შესახებ, მაგრამ არ ეხება საერთაშორისო ავიაციასა და საზღვაო გადაზიდვებს, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის პასუხისმგებლობაშია, შესაბამისად.[46]
მიზნები
რედაქტირებახელშეკრულების მიზანი მეორე მუხლშია მოცემული. შეთანხმება გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის გნხორციელების მეშვეობით კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში სხვადასხვა გზით:[47]
- გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვი მცდელობა, პრეინდუსტრულ დონესთან შედარებით.
- კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის და სათბურის აირების დაბალემისიიანი განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა ისეთი გზით, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის საკვების წარმოებას;
- ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფა სათბურის აირების დაბალემისიიანი და კლიმატისადმი მედეგი განვითარების გზებთან.[47]
ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი
რედაქტირებამხარეები განსაზღვრავენ ქვეყნის შესაბამის წვლილს, რომლითაც შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ წვლილს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი ეწოდება.[48] შეთანხმების მესამე მუხლი ყველა მხარისაგან „ამბიციურ ძალისხმევას“ და წვლილის შეტყობინებას მოითხოვს შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად. შეთანხმების მხარეების ძალისხმევა „დროთა განმავლობაში მიღწეულ“ პროგრესს უნდა წარმოადგენდეს.[48] შეთანხმების თითოეული მხარე ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესახებ ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ატყობინებს მხარეთა კონფერენციას.[49] „პროგრესის“ პრინციპის შესაბამისად, მხარეთა მიერ დაწესებული ყოველი „ამბიცია“ წინა ამბიციას უნდა აღემატებოდეს.[50] მხარეებს ურთიერთთანამშრომლობა და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შეცვლა შეუძლიათ. კონკრეტული სახელმწიფოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი 2015 წლის კლიმატი ცვლილების კონფერენციაზე მიღებული წვლილია, სანამ მხარეები არ განაახლებენ.[51][52]
პარიზის შეთანხმებაში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის ზუსტი ბუნება არ არის მოცემული. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი მინიმუმ შერბილების შესახებ დებულებებს უნდა შეიცავდეს, მაგრამ ასევე შეიძლება მოიცავდეს ადაპტაციის, ფინანსების, ტექნოლოგიური გადაცემის, კომპეტენციის მასშტაბისა და გამჭვირვალობის შესახებ.[53] ზოგიერთი პირობა არ არის პირობითი, ზოგიერთი კი პირობითია გარე გაქტორებთან დაკავშირებით, როგორიცაა ფინანსების მიღება და ტექნიკური მხარდაჭერა, სხვა მხარეთა ამბიციები ან სხვა დეტალების პარიზის შეთანხმების წესებთან დაკავიშრებით, რომლებიც ჯერ არ არის მიღებული.[54]
ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილს სავალდებულო ხასიათი არ აქვს, მაგრამ მასთან დაკავშირებული პროცედურები სავალდებულოა. ამგვარ პროცედურებს შორისაა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული თანმიმდევრული წვლილის მომზადების, კომუნიკაციისა და შენარჩუნების ვალდებულებას, ყოველ ხუთ წელიწადში ახალი სახით ჩამოყალიბებისა და განხორციელების შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფის ვალდებულება.[55] არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მხარეს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის კონკრეტულ ვადამდე დადგენას ან სამიზნე ნიშნულთან შესაბამისობას დაავალდებულებს.[56][57][58] შეთანხმებასთან მიმართებით მხოლოდ „სახელისა და სირცხვილის“[59] ან როგორც იანოშ პასტორმა, გაეროს კლიმატის ცვლილების გენერალური მდივნის ყოფილმა ასისტენტმა, აღნიშნა, „სახელისა და წახალისების“ სისტემა იქნება.[60]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებადამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- Teske, Sven (2019) Achieving the Paris Climate Agreement Goals. Springer. ISBN 9783030058425.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Paris Agreement. United Nations Treaty Collection. ციტირების თარიღი: 15 July 2021
- ↑ Paris Climate Agreement Becomes International Law. ABC News. ციტირების თარიღი: 4 November 2016
- ↑ UNFCCC. The Paris Agreement. ციტირების თარიღი: 18 September 2021
- ↑ Schleussner, Carl-Friedrich. The Paris Agreement – the 1.5 °C Temperature Goal en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-29. ციტირების თარიღი: 2022-01-29
- ↑ UN Climate Talks (2021). ციტირების თარიღი: 20 July 2021
- ↑ Harrabin, Roger (8 დეკემბერი 2012). „UN climate talks extend Kyoto Protocol, promise compensation“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივნისი 2018.
- ↑ 7.0 7.1 Falkner, Robert (2016). „The Paris Agreement and the new logic of international climate politics“. International Affairs (ინგლისური). 92 (5): 1107–1125. doi:10.1111/1468-2346.12708. ISSN 0020-5850. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 June 2018. ციტირების თარიღი: 7 March 2021.
- ↑ Klein, Richard J. T.. (7 December 2020) The Paris Agreement and the future of climate negotiations en-GB. ციტირების თარიღი: 18 July 2021
- ↑ McGrath, Matt (19 February 2016). „UN climate chief Christiana Figueres to step down“. BBC News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 December 2020. ციტირების თარიღი: 7 March 2021.
- ↑ UNFCCC:Ad Hoc Working Group on the Durban Platform for Enhanced Action (ADP). ციტირების თარიღი: 2 August 2015
- ↑ Goldenberg, Suzanne. (12 December 2015) Paris climate deal: nearly 200 nations sign in end of fossil fuel era en. ციტირების თარიღი: 18 July 2021
- ↑ Evans, Simon. (7 September 2015) Bonn climate talks ask for draft Paris text en. ციტირების თარიღი: 18 July 2021
- ↑ The Paris Agreement is done! Let the negotiations begin? en-US (24 February 2016). ციტირების თარიღი: 22 July 2021
- ↑ How a 'typo' nearly derailed the Paris climate deal en (16 December 2015). ციტირების თარიღი: 22 July 2021
- ↑ Sutter, John D.; Berlinger, Joshua (12 December 2015). „Final draft of climate deal formally accepted in Paris“. CNN. Cable News Network, Turner Broadcasting System, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 December 2015. ციტირების თარიღი: 12 December 2015.
- ↑ Watts, Joshua; Depledge, Joanna (2018). „Latin America in the climate change negotiations: Exploring the AILAC and ALBA coalitions“. WIREs Climate Change. 9 (6). doi:10.1002/wcc.533. S2CID 134228301. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 July 2021. ციტირების თარიღი: 15 July 2021.
- ↑ Harvey, Fiona. The Paris agreement five years on: Is it strong enough to avert climate catastrophe?. The Guardian (8 December 2020). ციტირების თარიღი: 15 July 2021
- ↑ „'Historic' Paris climate deal adopted“. CBC News. CBC/Radio Canada. 12 December 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 December 2015. ციტირების თარიღი: 12 December 2015.
- ↑ Article 20(1). ციტირების თარიღი: 17 November 2017
- ↑ 20.0 20.1 Yeo, Sophie. (19 April 2016) Explainer: The adoption, signing and ratification of the UN climate deal en. ციტირების თარიღი: 8 May 2021
- ↑ Voigt, Christina (2017). „Institutional Arrangements and Final Clauses“, The Paris Agreement on Climate Change, გვ. 363.
- ↑ McGrath, Matt. (31 March 2016) Paris Climate Treaty: 'Significant step' as US and China agree to sign. BBC. ციტირების თარიღი: 23 April 2016
- ↑ Davenport, Coral (31 March 2016). „Obama and President Xi of China Vow to Sign Paris Climate Agreement Promptly“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 April 2016.
- ↑ 'Today is an historic day,' says Ban, as 175 countries sign Paris climate accord. United Nations (22 April 2016). ციტირების თარიღი: 29 June 2017
- ↑ PARIS AGREEMENT Signature Ceremony. UNFCCC (22 April 2016). ციტირების თარიღი: 22 April 2016
- ↑ Information provided in accordance with paragraph 104 of decision 1 CP21 related to entry into force of the Paris Agreement (Article 21). UNFCCC. ციტირების თარიღი: 23 April 2016
- ↑ Glossary of terms relating to Treaty actions EN. ციტირების თარიღი: 18 July 2021
- ↑ Article 21(1)
- ↑ Yeo, Sophie. (6 October 2016) Explainer: Paris Agreement on climate change to 'enter into force' en. ციტირების თარიღი: 8 May 2021
- ↑ "Paris climate deal: US and China formally join pact" დაარქივებული 2 January 2018 საიტზე Wayback Machine. , BBC News, 3 September 2016 (page visited on 4 September 2016).
- ↑ India Ratifies Landmark Paris Climate Deal, Says, 'Kept Our Promise'. ციტირების თარიღი: 2 October 2016
- ↑ Each Country's Share of CO2 Emissions. ციტირების თარიღი: 27 June 2021
- ↑ On the Possibility to Withdraw from the Paris Agreement: A Short Overview (14 June 2017). ციტირების თარიღი: 4 April 2021
- ↑ World Resources Institute, 10 December 2010 "This Interactive Chart Shows Changes in the World's Top 10 Emitters" დაარქივებული 14 March 2021 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Reference: C.N.464.2017.TREATIES-XXVII.7.d (Depositary Notification). United Nations (8 August 2017). ციტირების თარიღი: 14 August 2017
- ↑ Restuccia, Andrew (4 August 2017). „Trump administration delivers notice U.S. intends to withdraw from Paris climate deal“. Politico. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 August 2017. ციტირების თარიღი: 4 August 2017.
- ↑ Liptak, Kevin. „WH: US staying out of climate accord“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 September 2017. ციტირების თარიღი: 17 September 2017.
- ↑ Dennis, Brady. „Trump makes it official: U.S. will withdraw from the Paris climate accord“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 November 2019. ციტირების თარიღი: 4 December 2019.
- ↑ Schiermeier, Quirin (4 November 2020). „The US has left the Paris climate deal — what's next?“. Nature (ინგლისური). doi:10.1038/d41586-020-03066-x. PMID 33149315. S2CID 226257744. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 July 2021. ციტირების თარიღი: 18 July 2021.
- ↑ Medina, Daniella. Biden plans 17 executive orders on student loans, wearing masks and more. See the list en-US. ციტირების თარიღი: 20 January 2021
- ↑ Paris Climate Agreement. The White House (20 January 2021). ციტირების თარიღი: 21 January 2021
- ↑ United States officially rejoined the Paris Agreement. Renewable Energy 2050 (20 February 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 20 February 2021
- ↑ US makes official return to Paris climate pact. Associated Press (19 February 2021). ციტირების თარიღი: 19 February 2021
- ↑ Volcovici, Valerie (19 February 2021). „It's official: U.S. back in the Paris climate club“. Reuters (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 February 2021. ციტირების თარიღი: 20 February 2021.
- ↑ Savaresi, Annalisa (2016). „The Paris Agreement: a new beginning?“ (PDF). Journal of Energy & Natural Resources Law. 34 (1): 16–26. doi:10.1080/02646811.2016.1133983. hdl:1893/24099. ISSN 0264-6811. S2CID 146999274. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 24 July 2021. ციტირების თარიღი: 24 July 2021.
- ↑ (2020) The Science and Politics of Global Climate Change: A Guide to the Debate. Cambridge University Press, გვ. 190, 191. ISBN 978-1-316-63132-4.
- ↑ 47.0 47.1 Paris Agreement, FCCC/CP/2015/L.9/Rev.1. UNFCCC secretariat. ციტირების თარიღი: 12 December 2015
- ↑ 48.0 48.1 Article 3, Paris Agreement (2015)
- ↑ Article 4(9), Paris Agreement (2015)
- ↑ Articles 3, 9(3), Paris Agreement (2015)
- ↑ Taibi, Fatima-Zahra; Konrad, Susanne; Bois von Kursk, Olivier (2020) Pocket Guide to NDCs : 2020 Edition. European Capacity Building Initiative, გვ. 1.
- ↑ Staff. (22 November 2019) National Climate Action under the Paris Agreement en. ციტირების თარიღი: 13 May 2021
- ↑ Taibi, Fatima-Zahra; Konrad, Susanne; Bois von Kursk, Olivier (2020) Pocket Guide to NDCs : 2020 Edition. European Capacity Building Initiative, გვ. 17.
- ↑ Taibi, Fatima-Zahra; Konrad, Susanne; Bois von Kursk, Olivier (2020) Pocket Guide to NDCs : 2020 Edition. European Capacity Building Initiative, გვ. 32–33.
- ↑ Bodansky, Daniel (2016). „The Legal Character of the Paris Agreement“. Review of European, Comparative & International Environmental Law (ინგლისური). 25 (2): 142–150. doi:10.1111/reel.12154. ISSN 2050-0394. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 March 2021. ციტირების თარიღი: 7 March 2021.
- ↑ Reguly, Eric; McCarthy, Shawn (14 December 2015). „Paris climate accord marks shift toward low-carbon economy“. Globe and Mail. Toronto, Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 December 2015. ციტირების თარიღი: 14 December 2015.
- ↑ Mark, Kinver. (14 December 2015) COP21: What does the Paris climate agreement mean for me?. BBC. ციტირების თარიღი: 14 December 2015
- ↑ Davenport, Coral (12 December 2015). „Nations Approve Landmark Climate Accord in Paris“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 December 2015. ციტირების თარიღი: 14 December 2015.
- ↑ Chauhan, Chetan. Paris climate deal: What the agreement means for India and the world. Hindustan Times (14 December 2015). ციტირების თარიღი: 14 December 2015
- ↑ Falk, Pamela. Climate negotiators strike deal to slow global warming. CBS News (12 December 2015). ციტირების თარიღი: 14 December 2015